უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გლდანის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანბარელის, ხევძმარის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ჭელიძის და ხარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალეს, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, კოტე აფხაზის, პუშკინის, დიუმას, ვერცხლის, ცინცაძის, ავლევის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ავშნის, ნუშის და ფირცხალავას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, კაბელების გამოკვლევის მიზნით, 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის და თამარ მეფის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი