ინციდენტი ბათუმის იუსტიციის სახლში - მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა

ინციდენტი ბათუმის იუსტიციის სახლში - მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა

ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა. ჩამსხვრეულია ფოტოს გადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები.

როგორც ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თამარ სამსონიამ განაცხადა, აგრესიული მოქალაქის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდა.

"დაგვიზიანა სახელმწიფო ქონება, რაზეც შესაბამის სამსახურებს ეცნობა და გატარებულია სათანადო ზომები. მოქალაქე ალბათ, დაკავებულია, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია", - აღნიშნა თამარ სამსონიამ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ამ ქმედებით პროტესტი ID ბარათის მიმართ გამოხატა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი