ბავშვის ძილის ოქროს წესი ერთი ქართველი დედისგან

ბავშვის ძილის ოქროს წესი ერთი ქართველი დედისგან

ღამის ძილი ახალბედა მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა. ზოგი ბავშვი ძილის თანდაყოლილი "ნიჭით" იბადება, ხოლო ზოგს ცოტა ხელის შეწყობა სჭირდება. "ძილის სწავლება" ნიშნავს ბავშვის მშობლის გარეშე, დამოუკიდებლად დაძინების უნარს.

დაბადებიდან 2-3 თვე ახალშობილი გარე სამყაროსთან ადაპტაციას გადის. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ძილის სწავლება დაახლოებით 3 თვიდან დავიწყოთ.

აი, რას გვირჩევს ერთი ქართველი დედა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

"დიდი ხნის უძილო ღამეების შემდეგ, როცა ყველაფერი ვცადე, მაგრამ ჩემი 6 თვის შვილი მაინც 3-4-ჯერ იღვიძებდა ღამეში - გადავაწყდი ამერიკელი ფსიქოლოგისა და ძილის სპეციალისტის, დანა ობლემანის წარმატებული ძილის პროგრამას - Sleep Sense, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ჩვენ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ძილის ღრმა ციკლიდან გამოვდივართ და ვიღვიძებთ. ეს პროცესი იმდენად უმნიშვნელო და ბუნებრივია, რომ უმეტეს შემთხვევაში არც გვახსოვს. პატარების ძილის ციკლიც დაახლოებით 45-90 წუთისგან შედგება. შემდეგ ისინი გამოდიან ღრმა ძილის ფაზიდან და უნდა შეიბრუნონ ძილი.

ბევრი მშობელი რწევას, კვებას და სხვა მეთოდებს მიმართავს და შემდეგ დაძინებულ პატარას ლოგინში აწვენს - ეს კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.

თუ პატარას ჩაეძინა მშობლის ხელებში რწევისას, ძუძუს ან ბოთლის წოვისას - როცა გაიღვიძებს, უჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ის სხვა გარემოში და იწყებს ტირილს, ხოლო თუ იგი დამოუკიდებლად დაიძინებს თავის საწოლში და ღამეში გამოფხიზლდება, მან ზუსტად იცის, სადაცაა და ეცდება დამოუკიდებლადვე ძილის შებრუნებას.

ამრიგად, პატარა მანამ უნდა მოვათავსოთ ლოგინში, სანამ ის ჯერ კიდევ ფხიზელია.

აუცილებელია გვქონდეს ე.წ. რუტინა - წესები, რომლებსაც თანმიმდევულად შევასრულებთ ყოველ ძილის მოახლოების დროს.

ღამის რუტინა შეიცავს 15-30 წუთის განმავლობაში პატარას ძილისთვის მომზადებას, ეს შეიძლება იყოს: რძის მიცემა, ბანაობა, გამოცვლა, მასაჟი, ჩახუტება. არ არის რეკომენდებული: ტელევიზორის ყურება და ზედმეტი გართობა, ძილის მოახლოებამდე უნდა მივცეთ მას მოდუნების საშუალება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი