ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ლომბარდში მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობმა პირმა ესროლა.
"პოლიეთილენის პარკით საჭმელი მიჰქონდა და უცებ ვიღაც მამაკაცი მოახტა ზურგზე. თავიდან წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი უცნობმა ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ თვითმხილველები.
სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.