ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა - რამ აიძულა ფავზია ფუადი უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე

ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა - რამ აიძულა ფავზია ფუადი უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე

მისი სილამაზე იმდენად უჩვეულო და არამიწიერი იყო, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა სესილ ბიტონმა მას "აზიელი ცისფერთვალა ვენერა" უწოდა. იგი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა და ფრანგული ფესვების წყალობით ევროპული გარეგნობა ჰქონდა, ხშირად ვივიენ ლიშიც კი ერეოდათ. ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა ფავზია ფუადი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი უმშვენიერესი აღმოსავლელი მანდილოსანი, არამედ ქალიც, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი ირანის სამეფო კარზე ცხოვრებაზე, დედოფლის მაღალ ტიტულსა და ფუფუნებაში ცხოვრების სხვა ატრიბუტებზე, და არასოდეს უნანია.

ფავზია ეგვიპტის მეფე ფუადისა და დედოფალ ნაზლის უფროსი ქალიშვი­ლი იყო, მის ძარღვებში ალბანური,­ ფრ­ანგული­ და ჩერქეზული სისხლი ჩქეფ­და.­ მისი ერთ-ერთი წინაპარი ნაპოლეონის არმიის ფრანგი ოფიცერი იყო, რომელმაც ისლამი მიიღო და ეგვიპტეში საცხოვრებლად დარჩა. როგორც ჩანს, ფავზია ევროპულ გარეგნობას სწორედ მას უნდა უმადლოდეს. მან განათლება შვეიცარიაში მიიღო და თავისუფლად ფლობდა ფრანგულსა და ინგლისურ ენებს.

ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ პრინცესას ადგილობრივი ტრადიციების დაცვა მოუხდა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მის თავისუფლებას. ეგვიპტის სამეფო კარის მწერალი ადილ საბიტი მისი ცხოვრების ამ პერიოდს ასე აღწერდა: "იგი იშვიათად გამოდიოდა სასეირნოდ, ხოლო თუ სეირნობდა, მუდამ თან ახლდნენ სეფექალები და ფარეშები. იმ დროს, როცა მისი თანატოლი გოგონები შედარებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, ფავზია თავისი სოციალური სტატუსის გამო ყველაფერში შეზღუდული იყო".

17 წლის ფავზია ირანის პრინც მუჰ­ამედ­ რეზა ფეჰლევს მიათხოვეს, რომე­ლიც ქორწილამდე მას მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. ორი წლის შემდეგ, 1941 წელს, რეზა ფეჰლევი ტახტზე ავიდა, ფავზია კი ირანის დედოფალი გახდა.

გაგრძელება+ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი