"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას გავასაჩივრებთ!"

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას გავასაჩივრებთ!"

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე ლაპარაკი კვლავ გააქტიურდა. მართალია, ამ თემაზე ჯერ მხოლოდ სამთავრობო კულუარებში მსჯელობენ, თუმცა, ­ავტოდილერების ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლ­ამენტი წინამორბედების დაწყებულ საქმეს ბოლომდე­ მიიყვანს. ამჯერად ახალი რეგულაციების ამოქმედების ორი სავარაუდო თარიღი­ სახელდება: 1-ლი იანვარი ან 1-ლი მარტი, როცა კანონპროექტი ძალაში შევა და საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება.

ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: - პირველი, ვინც ეს ინიციატივა გაახმაურა,­ ყველა საკითხში "კომპეტენტური" დავით ნარმანია იყო, რომელმაც განაცხადა, რომ საცობების პრობლემა დაკავშირებულია მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან. ეს იყო სრული აბსურდი, რადგან მანქანის საჭის მდებარეობას არანაირი კავშირი არა აქვს მოძრაობის უსაფრთხოებასთან. ეს იყო სატესტო მესიჯი იმის გამოსავლენად, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას ამ საკითხზე. საზოგადოებაში კი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა - ვისაც მარცხენასაჭიანი ავტომობილი­ ჰყავს,­ ამბობს, რომ ცუდია მარჯვენასაჭიანი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი კი ამბობს, რომ მისი ავტომობილი უკეთესია მარცხენასაჭიანზე. ეს არის სტერეოტიპი,­ როგორიც, მაგალითად, მძღოლ ქალე­ბთან დაკავშირებით არსებობს... საგზაო უსაფრთხოების პრობლემა ქვეყანაში მართლაც მწვავედ დგას, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ და აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამას ვითხოვდით შს სამინისტროსგან.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი