"პირ­ვე­ლად მის­მა თეთ­რ­მა კბი­ლებ­მა შე­მო­მა­ნა­თა..." - ქარ­თ­ვე­ლი დაფ­ნა­სა და არა­ბი ამე­რის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

"პირ­ვე­ლად მის­მა თეთ­რ­მა კბი­ლებ­მა შე­მო­მა­ნა­თა..." - ქარ­თ­ვე­ლი დაფ­ნა­სა და არა­ბი ამე­რის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

ელე­ნე ფოცხიშ­ვილს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმე­ტე­სად, ფსევ­დო­ნი­მით (დაფ­ნა) იც­ნობს: რა­დი­ო­წამ­ყ­ვა­ნის­თ­ვის ეთერ­ში მეტ­სა­ხე­ლით მუ­შა­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის. დაფ­ნა წლე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი და წამ­ყ­ვა­ნი იყო. დღეს­დღე­ო­ბით რა­დიო "ი­მედ­ში" სექ­სო­ლოგ­თან ერ­თად, "აკ­რ­ძა­ლუ­ლი ხი­ლი" მიჰ­ყავს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის სქე­სობ­რივ გა­ნათ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ხუმ­რო­ბით ამ­ბობს, რომ ის "დაფ­ნა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი­ა".

- დე­კემ­ბერ­ში, რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის 20 წე­ლი მის­რულ­დე­ბა. პირ­ვე­ლად რა­დიო "ა­უ­დი­ენ­ცი­ა­ში" მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბა მეკ­რ­ძა­ლე­ბო­და. ამი­ტომ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ეთერ­ში ფსევ­დო­ნი­მით მე­მუ­შა­ვა. იმ პე­რი­ოდ­ში იქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ თავ­მოყ­რი­ლი: მა­მუ­კა ბე­რი­კა, ლი­ზა ვა­დაჭ­კო­რია, ბი­ბი კვა­ჭა­ძე, გე­ლა იმ­ნა­ძე... ერ­თხელ მათ დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე, - იქ­ნებ მიშ­ვე­ლოთ და ფსევ­დო­ნი­მი შე­მირ­ჩი­ოთ-მეთ­ქი. ბევ­რი ფიქ­რი­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის შემ­დეგ, მა­მუ­კა ბე­რი­კამ მითხ­რა, - ნამ­დ­ვი­ლი დაფ­ნა ხა­რო. მაგ­რამ ეს არ გუ­ლის­ხ­მობ­და ბუჩქს ან დაფ­ნის გვირ­გ­ვინს, სა­ხე­ლი მო­დი­ო­და კი­ნო­ფილ­მი­დან - "ჯაზ­ში მხო­ლოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან". ბე­რი­კას­თ­ვის ჯეკ ლე­მო­ნის პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, თან მხი­ა­რუ­ლი და თან - სევ­დი­ა­ნი, ეპა­ტა­ჟუ­რი... მოკ­ლედ, ეს სა­ხე­ლი შე­მომ­რ­ჩა... "ა­უ­დი­ენ­ცი­ა" იყო შე­მეც­ნე­ბი­თი-სა­ინ­ფორ­მა­ციო რა­დიო, სა­დაც პროგ­რა­მას თა­ვად ვამ­ზა­დებ­დით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რა­დი­ომ­ს­მე­ნელ­მა რო­გორც ღა­მის გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყ­ვა­ნი, ისე გა­მიც­ნო. ბევ­რი მსმე­ნე­ლი გვყავ­და. ამ ტოქ­შო­უს "გა­კე­თე­ბა" ჩე­მი იდეა იყო, რო­მე­ლიც რა­დი­ო­სად­გუ­რის დი­რექ­ტორ­სა და მფლო­ბელს, კო­კა და ნო­ნა ყან­დი­აშ­ვი­ლებს მო­ე­წო­ნათ. მოკ­ლედ, ღა­მის ეთერ­ში კვი­რა­ში ერ­თხელ, სა­ღა­მოს 11 სა­ა­თი­დან დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე გა­უ­ჩე­რებ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი. მე­რე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა და ერ­თი ღა­მის ნაც­ვ­ლად, კვი­რა­ში 3 ღა­მე მომ­ცეს... ბევ­რი შოუ წა­მიყ­ვა­ნია, მაგ­რამ რი­თაც ადა­მი­ა­ნებ­მა და­მი­მახ­სოვ­რეს, ეს იყო გა­და­ცე­მა - "ქა­ლი და მა­მა­კა­ცი". მა­მა­კა­ცებს ქა­ლებ­ზე და ქა­ლებს - მამ­კა­ცებ­ზე ვე­ლა­პარა­კე­ბო­დი, ვარ­კ­ვევ­დით ურ­თი­ერ­თო­ბებს. მსმე­ნე­ლი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რე­ბო­და.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე - არა­ბის­ტი ვარ და "ა­უ­დი­ენ­ცი­ა­ში" მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში თარ­ჯი­მა­ნი ვი­ყა­ვი. რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში ამ სამ­სა­ხურს თა­ვი და­ვა­ნე­ბე და ბევ­რი პო­ცე­დუ­რის გავ­ლა დამ­ჭირ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. არ იყო მარ­ტი­ვი იქი­დან წა­მოს­ვ­ლა...

- პრო­ფე­სი­ად აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ო­ბა რა­ტომ აირ­ჩიე?

- მა­მა იყო აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე, ოღონდ - თურ­ქო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი, ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და. ბევ­რი ნაშ­რო­მი აქვს (ის შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა), მაგ­რამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მის საქ­მი­ა­ნო­ბას გავ­ლე­ნა ნამ­დ­ვი­ლად არ მო­უხ­დე­ნია. არა­ბის­ტო­ბა ერ­თი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო მო­მინ­და: ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რო­ცა თბი­ლის­ში ერ­თი არა­ბი ყმაწ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ვფიქ­რობ, მა­საც მო­ვე­წო­ნე. ერთ-ერთ კა­ფე­ში შე­მო­ვიდ­ნენ ბი­ჭე­ბი, სა­დაც გო­გო­ნე­ბი ვის­ხე­დით. ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და. გა­გა­ნია საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო, 1986 წე­ლი და აქ უცხო­ე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბა გახ­ლ­დათ. დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი რუ­სუ­ლით დაგ­ვე­ლა­პა­რაკ­ნენ, - თუ შე­იძ­ლე­ბა, თქვენ­თან ერ­თად სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებ­თო. ეს შე­ამ­ჩ­ნია "კა­გე­ბემ" და ერთ-ერთ ოთახ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნეს, დაგ­ვ­კითხეს, - რა სა­ერ­თო გქონ­დათ უცხო, კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ ახალ­გაზ­რ­დებ­თა­ნო?.. მე­ო­რე დღეს იქ ისევ შევ­ხ­ვ­დით და შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, - მი­სა­მარ­თე­ბი გავ­ც­ვა­ლოთ, ფო­ტო­ებს და­გი­ბეჭ­დავთ და გად­მო­გიგ­ზავ­ნი­თო. ახალ­გაზ­რ­დე­ბი ლი­ბი­ე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. მა­შინ მუ­ა­მარ კა­და­ფი ცოცხა­ლი იყო და მის ქვე­ყა­ნას კარ­გი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან, ის ყმაწ­ვი­ლე­ბიც სას­წავ­ლებ­ლად სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში ჰყავ­დათ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. მოკ­ლედ, მი­სა­მარ­თი რომ მოგ­ვ­ცეს, პე­ტერ­ბურ­გი (იქ სწავ­ლობ­დ­ნენ) იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. მი­სი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი ახ­ლაც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. მე და იმ ბიჭს ერ­თი პე­რი­ო­დი მი­მო­წე­რა გვქონ­და. ერ­თხელ ასე­თი სიტყ­ვე­ბი მომ­წე­რა: ლი­ბი­ა­ში ვბრუნ­დე­ბი და იქი­დან ვე­ღარ მოგ­წე­რო. ქა­ღალ­დის მე­ო­რე მხა­რეს არა­ბუ­ლად, რა­ღაც ეწე­რა. ცხა­დია, ვერ ამო­ვი­კითხე. ინ­ტე­რე­სით ვკვდე­ბო­დი. მე­გო­ნა, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ში­ნა­არ­სის ტექ­ს­ტი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მოკ­ლედ, მი­სი ამო­კითხ­ვა მიზ­ნად და­ვი­სა­ხე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწო­რედ ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე. ასე და­იწყო ჩე­მი გა­ტა­ცე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თით, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ, ბევ­რი წლის შემ­დეგ, ჩე­მი არაბ მა­მა­კაც­ზე და­ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გ­ვინ­და...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი