უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ამბები.გე"-ს "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში, კაბელების გამოკვლევის მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, შარტავას, ჭილაძის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, კანდელაკის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ბაგრატიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების და სოფელ ფონიჭალის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდების, კოჯრის, კიკეთის და ბეთანიის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი