შეიცვლება თუ არა წყლისა და დენის ტარიფები? - ენერგეტიკის მინისტრის კომენტარი

შეიცვლება თუ არა წყლისა და დენის ტარიფები? - ენერგეტიკის მინისტრის კომენტარი

არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა "თელასის“, "ენერგო პრო ჯორჯიას“, "ჯორჯიან უოთერენ ენდ ფაუერის“ მომავალი წლის ტარიფებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტარიფების დადგენა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.

"ჩვენ ასეთ წინაპირობას ვერ ვხედავთ. ეს არის პროცედურები, რომლებიც გაწერილია სემეკის პროცედურებში. ამ ეტაპზე ვერანაირ წინაპირობას, რომ ტარიფი გაიზარდოს, მე ვერ ვხედავ. ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა სემეკს მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით უკვე მიმართეს. კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი