ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსმა" სატელიტური მაუწყებლობა დაიწყო

 ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსმა" სატელიტური მაუწყებლობა დაიწყო

ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსმა" სატელიტური მაუწყებლობა დაიწყო. 1-ელი ნოემბრიდან "პალიტრანიუსის" სიგნალი გადაიცემა თანამგზავრ "Azerspace-1"-ის საშუალებით, რომლის დაფარვის არეალი მოიცავს ევროპას, ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთს, კავკასიის რეგიონს და აფრიკას.

"ვფიქრობ, ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა იმ ადამიანებისთვის, ვინც ტელევიზორს თანამგზავრის საშუალებით უყურებს. მათ 1-ელი ნოემბრიდან უკვე აქვთ საშუალება უყურონ ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსს", გაიგონ მთავარი, იყვნენ როგორც ქართული, ასევე უცხოური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა მოვლენების ეპიცენტრში. ვფიქრობ, რომ "პალიტრანიუსი" მათთვისაც, ისევე როგორც უკვე უამრავი სხვა ადამიანისთვის, გახდება ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო.

ასევე მინდა მივაწოდო ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გამომდინარე Azerspace-1 ის დაფარვის ფართო არეალიდან, უკვე მათაც აქვთ შესაძლებლობა უყურონ ჩვენს არხს", - განაცხადა "პალიტრანიუსის" მარკეტინგის მენეჯერმა ვახტანგ მძინარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თანამგზავრის პარამეტრებია:

Azerspace - 46°E;

Frequency - 11095Mhz;

Symbol rate - 27500;

Polarization - Horizontal;

Fec 5/6;

System - MPEG-4 DVB-S.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი