"მის ბა­ლიშს ვე­ხუ­ტე­ბო­დი, რად­გან დე­დის სურ­ნე­ლი ას­დი­ო­და..." - რას ნა­ნობს ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რია

"მის ბა­ლიშს ვე­ხუ­ტე­ბო­დი, რად­გან დე­დის სურ­ნე­ლი ას­დი­ო­და..." - რას ნა­ნობს ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რია

"ყვე­ლა­ზე მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლია, რო­ცა ამ ქვეყ­ნი­დან მი­დის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­ხარ", - ამ­ბობს ილუ­ზი­ო­ნის­ტი ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რია და დას­ძენს, რომ ეს დი­დი ტკი­ვი­ლი ახ­ლა­ხან გა­ნი­ცა­და, მას დე­და გარ­და­ეც­ვა­ლა. ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შეხ­ვედ­რია, მათ შო­რის კი გა­მორ­ჩე­უ­ლად ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე ახ­სოვს.

მშობ­ლე­ბი

- დე­დას ხომ შვი­ლის გა­მო შე­უძ­ლებ­ლის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, რო­ცა ის შენ გვერ­დით აღარ არის. დე­და - ნა­ზი გო­გო­ლა­ძე-ვა­დაჭ­კო­რია ცო­ტა­თი ნა­ტან­ჯი ქა­ლი იყო. მა­მას­თან დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­და. მა­მა ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი კა­ცი იყო, ცი­ხე­შიც იჯ­და, მაგ­რამ დე­და ყო­ველ­თ­ვის მხარ­ში ედ­გა. მა­მა 1996 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ცელ­ქი ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, ასან­თის ღე­რებს თა­ვებს ვაც­ლი­დი, ფოლ­გა­ში ვყრი­დი, მე­რე ჩა­ქუჩს ვარ­ტყამ­დი და ვა­ფეთ­ქებ­დი. ერთ დღეს ანას­ხ­ლე­ტი თვალ­ზე მომ­ხ­ვ­და. დე­დას შე­ე­შინ­და და მითხ­რა, - და­ი­ფი­ცე, რომ ასანთს ხელს აღარ მო­ჰკი­დე­ბო. დე­დას ვფი­ცა­ვარ, ასანთს ხელს აღარ მოვ­კი­დებ-მეთ­ქი. მე­რე შემ­თხ­ვე­ვით, ქუ­ჩა­ში ასანთს ფეხს თუ და­ვად­გამ­დი, ვტი­რო­დი, დე­დას ხომ არა­ფე­რი და­ე­მარ­თე­ბა-მეთ­ქი?

დე­და ბო­ლო დროს ავად იყო. ვნა­ნობ, - ამ პე­რი­ოდ­ში რა­ტომ ბევ­რ­ჯერ არ ჩა­ვე­ხუ­ტე-მეთ­ქი, მაგ­რამ თან, თავს იმით ვი­მარ­თ­ლებ, რომ არ მინ­დო­და, ამ ქცე­ვით ეფიქ­რა, რომ მი­სი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. არა­და, მახ­სოვს, ბავ­შ­ვო­ბა­ში დე­და სამ­სა­ხურ­ში რომ მი­დი­ო­და, მის ბა­ლიშს ვე­ხუ­ტე­ბო­დი, რად­გან მშობ­ლის სურ­ნე­ლი ას­დი­ო­და.

ამ ფო­ტო­ზე დე­და 20 წლის არის. ფო­ტოგ­რაფს გა­დი­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ვიტ­რი­ნა­ზე, ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში ეკი­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რე­ჟი­სო­რე­ბი ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ებ­ში და ფილ­მე­ბის­თ­ვის ტი­პა­ჟებს ეძებ­დ­ნენ. დე­დას ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე ჰქონ­და, არა­ნა­ირ მა­კი­აჟს არ იკე­თებ­და. ერთ დღეს ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში მი­სულ თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს, დე­დას ფო­ტო ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და ფილ­მ­ში გა­და­სა­ღე­ბად შე­ურ­ჩე­ვია, მაგ­რამ დე­დას ასა­კით უფ­რო­სი ძმა ჰყავ­და და მას უარი უთ­ქ­ვამს, - ჩემს დას კი­ნო­ში გა­და­სა­ღე­ბად არ გა­ვუშ­ვე­ბო. მე­რე მა­მა­ზე გათხოვ­და და ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის კა­ცის­თ­ვის, ცო­ლის ფილ­მ­ში თა­მა­ში ხომ სა­ერ­თოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ასე დარ­ჩა დე­და კადრს მიღ­მა. თა­ვად, რა თქმა უნ­და, სურ­და ეთა­მა­შა, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის გა­მო, ტრა­გე­დია არ შე­უქ­მ­ნია. თენ­გიზ აბუ­ლა­ძის გარ­და, შე­თა­ვა­ზე­ბა სხვა რე­ჟი­სო­რე­ბის­გა­ნაც ჰქონ­და. მე გავ­ხ­დი მსა­ხი­ო­ბი და დე­დას ფა­რუ­ლი სურ­ვი­ლი ავუს­რულე. მას წიგ­ნე­ბი უყ­ვარ­და და ყო­ველ ხელ­ფას­ზე რა­ღა­ცას ყი­დუ­ლობ­და. შინ მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და, ნა­წი­ლი მე დამ­რ­ჩა, ნა­წი­ლი ჩემ­მა დამ წა­ი­ღო. ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი