საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ და Microsoft-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს,რომელიცსაქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად Wi-Fiტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.
თანამშრომლობა მიზნად ისახავსსაქართველოს სკოლებში Wi-Fi ინფრასტრუქტურისდანერგვაში დახმარების გაწევას.Microsoft-ი, ასევე, მხარს დაუჭერს მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებსსაგანმანათლებლო კონტენტით,სასწავლო მასალებითდაექსპერტიზით, რათა ხელი შეუწყოს ინტერნეტით სარგებლობას და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასსწავლებისა და სწავლის პროცესში.
„დღეს მნიშვნელოვან დოკუმენტს ვაწერთ ხელს. კომპანია Microsoft-თან მრავალი წლის განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობა გვაკავშირებს ინტერნეტიზაციის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ინოვაციების მხარდაჭერის, სკოლის მასწავლებლების მომზადების კუთხით. ეს ხელს უწყობს ახალი პრინციპების განვითარებას, თამაშების გამოყენებას სწავლისთვის. Microsoft-ი საქართველოს მთავრობას, როგორც კარგი პარტნიორი, მხარს უჭერს ამ მიმართულებით“, განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ვმუშაობთ, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა მიაღწიოს მეტს“,განაცხადა ალექსანდრე ტოლედო ლეიტმა(Alexander Toledo Leite), Microsoft Connectivity-ის გლობალურმადირექტორმა.„უფრო საიმედო და ხელმისაწვდომი კავშირის უზრუნველყოფით, უფრო მეტ მასწავლებელსა და მოსწავლეს ექნება წვდომა სასწავლო რესურსებსა დაერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობის შესაძლებლობაზე”.
სკოლების ინტერნეტიზაციის ინიციატივის ფარგლებში,Microsoft-იმხარს უჭერსWi-Fiინფრასტრუქტურის დანერგვას საჯარო სკოლებში. პროექტის საწყის ფაზაში Microsoft-იუფასოდ დანერგავსWi-Fi ტექნოლოგიას ქვეყნის დიდი და პატარა ქალაქების 32 სკოლაში 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.განათლების სამინისტროს ხანგრძლივი სტრატეგია მდგომარეობსიმაში, რომ ინტერნეტით უზრუნველყოსსაქართველოს მთელისასკოლომოსახლეობა, მასწავლებლების და მოსწავლეების ჩათვლით. ამ სკოლებიდან მრავალს აქვს წვდომაინტერნეტთან, თუმცა არაქვთWi-Fiინფრასტრუქტურა.
"ამ პროექტით მასწავლებლები და მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტთანდაკავშირებას სკოლაში, რაც მოხსნისცოდნასთან წვდომისბარიერს. WiFi Connectivity ხელშეკრულება, აგრეთვე,მოიცავსOffice 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის ქსელთან ერთად მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში და იმ უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს,რომელსაც 21-ე საუკუნის სამუშაო გარემომოითხოვს", განაცხადა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გენერალურმა მენეჯერმა მაიკლ კოგელერმა,
Microsoft-ისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან უკვე 7 წელია თანამშრომლობს და მხარსუჭერსგანათლების სისტემასსწავლა-სწავლების პროცესშიტექნოლოგიების ინტეგრაციის მიმართულებით.Microsoft-ი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითატარებსტრენინგებს და კონფერენციებს მასწავლებლებისთვის, აწყობსსემინარებსდა კონსულტაციებსგანათლების პოლიტიკის გამტარებლებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიებზე. თანამშრომლობა, ასევე,მოიცავსკონცეპტის დადასტურებისპროექტებს სხვადასხვა მასშტაბურიინიციატივის,მათ შორის, პირველკლასელთა კომპიუტერის პროგრამის მხარდასაჭერად,ქლაუდ სერვისებისდანერგვას ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისთვის, სასკოლო კომპიუტერების განახლებას უახლესიოპერაციული სისტემით და საოფისე პროგრამებით, ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარების მხარდაჭერას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
R