"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა არ მოსწონს განათლების მინისტრს ქართულ ზღაპრებსა და მულტფილმებში

"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა არ მოსწონს განათლების მინისტრს ქართულ ზღაპრებსა და მულტფილმებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ამ კონტექსტში ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დანიშნულებაზე გაამახვილა ყურადღება, შემდეგ კი, ქართული მულტფილმებისა და ზღაპრების გმირების შესახებ ისაუბრა.

"ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გადაცემის წამყვანი მერაბ მეტრეველი დაინტერესდა, რატომ "ერჩის", მაგალითად, კომბლეს განათლების მინისტრი, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ კომპლესთან ორი პრეტენზია აქვს.

"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

მისივე განმარტებით, ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა. "სუპერმენი და სპაიდერმენი სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ანა მარშანია

AMBEBI.GE

ფოტო: indigo

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი