რას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ნე­ტა­რე­ბის მცნე­ბე­ბი?

რას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ნე­ტა­რე­ბის მცნე­ბე­ბი?

ადა­მი­ან­მა უფალ­თან რომ და­იმ­კ­ვიდ­როს, უპირ­ვე­ლე­სად სუ­ლი­ე­რი თვი­სე­ბე­ბით უნ­და იყოს შემ­კუ­ლი. ამი­სათ­ვის უნ­და აღას­რუ­ლოს ღვთის მცნე­ბე­ბი. ღვთის მცნე­ბე­ბის გარ­და, ადა­მი­ა­ნებს მი­ცე­მუ­ლი აქვთ ნე­ტა­რე­ბის მცნე­ბე­ბი, სა­დაც უფა­ლი იმ სუ­ლი­ე­რი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც მო­ვი­პო­ვებთ მა­რა­დი­ულ, ნე­ტარ მდგო­მა­რე­ო­ბას...

მა­მა მა­კა­რი:

- ნეტარების პირ­ვე­ლი მცნე­ბის თა­ნახ­მად, უფა­ლი ნე­ტა­რებს უწო­დებს "სუ­ლით გლა­ხაკთ". გლა­ხა­კი არის არაფ­რის მქო­ნე. სუ­ლი­ე­რად ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი არაფ­რის მქო­ნეა, ღვთის წი­ნა­შე. ადა­მი­ანს არა­ფე­რი გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ნე­ტა­რია, არა­მედ მხო­ლოდ ის, ვინც შე­იგ­ნებს, რომ გლა­ხა­კია და უფალს შეს­თხოვს დახ­მა­რე­ბას. მი­წი­ე­რა­დაც რომ ავი­ღოთ, თუ გლა­ხა­კი, არაფ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი არ სთხოვს დახ­მა­რე­ბას სხვას, შიმ­ში­ლით და­ი­ღუ­პე­ბა. თუ დახ­მა­რე­ბას ითხოვს, აუცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს შე­წევ­ნას. ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ აღი­ა­რებს, რომ გლა­ხა­კია სუ­ლი­ე­რად და უფალს არ სთხოვს დახ­მა­რე­ბას, სუ­ლი­ე­რად და­ი­ღუ­პე­ბა.

თუ ადა­მი­ა­ნი სუ­ლის სიგ­ლა­ხა­კეს, ამ სუ­ლი­ერ თვი­სე­ბას შე­ი­ძენს, შე­ი­მეც­ნებს, რომ არაფ­რის მქო­ნეა, არა­ფერს წარ­მო­ად­გენს ღვთის წი­ნა­შე, თა­ვის­თა­ვად გა­და­დის ნე­ტა­რე­ბის მცნე­ბე­ბის მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე - ხდე­ბა "მგლო­ვი­ა­რე გულ­თა". შე­საძ­ლოა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გლო­ვობ­დეს, წუხ­დეს თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, არ­სე­ბულ­ზე მე­ტი სურ­დეს, მაგ­რამ ასე­თი მგლო­ვი­ა­რე ვერ მი­აღ­წევს ნე­ტარ მდგო­მა­რე­ო­ბას. მიაღწევენ ისი­ნი, ვინც თა­ვის ცოდ­ვებს აღიქ­ვა­მენ და გლო­ვობენ მათ გა­მო და მა­რად­ჟამს ახ­სოვთ ღვთის წი­ნა­შე უღირ­სე­ბა. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვი­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა ვერ აღ­ქ­ვამს ცოდ­ვებს. ცოდ­ვილ­თა ორი კა­ტე­გო­რია არ­სე­ბობს: ერ­თ­ნი, რომ­ლე­ბიც ხე­და­ვენ თა­ვი­ანთ ცოდ­ვებს და სი­ნა­ნულ­ში არი­ან ამის გა­მო, ხო­ლო მე­ო­რე­ნი, რომ­ლე­ბიც თავს მარ­თ­ლე­ბად თვლი­ან, მი­აჩ­ნი­ათ, რომ ცოდ­ვე­ბი არა აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, არც ცოდ­ვა­თა გა­მო სი­ნა­ნულს გა­ნიც­დი­ან. უფალი ნე­ტა­რე­ბას იმ ადა­მი­ა­ნებს მი­ა­ნი­ჭებს, რომ­ლე­ბიც გუ­ლით გლო­ვო­ბენ თა­ვი­ან­თი შე­ცო­დე­ბე­ბის გა­მო და ცოდ­ვა­თა­გან გან­წ­მენ­და­საც ცდი­ლო­ბენ აღ­სა­რე­ბის გზით, თუ ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი სხვა წე­სე­ბით.

ვინც თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბის გა­მო მწუ­ხა­რე­ბა­შია, ვინც გუ­ლით გლო­ვობს ცოდ­ვებ­სა და და­ცე­მულ მდგო­მა­რე­ო­ბას, სწო­რედ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან ნუ­გე­შის­ცე­მულ­ნი იმით, რომ და­იმ­კ­ვიდ­რე­ბენ მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბას, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნუ­გე­შის­ცე­მა და სა­მა­რა­დი­სო ნე­ტა­რე­ბაა, მაგ­რამ მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბა­შიც მი­ი­ღე­ბენ ნუ­გე­შის­ცე­მა­სა და სუ­ლი­ერ სი­ხა­რულს.

ერ­თი შე­ხედ­ვით თით­ქოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი იყოს მწუ­ხა­რეც და ნუ­გეშ­ცე­მუ­ლიც, სი­ხა­რუ­ლი იყოს მას­ში. თუ ადა­მი­ა­ნი ჭეშ­მა­რიტ სი­ნა­ნულ­შია, სი­ნა­ნულ­სა და მწუ­ხა­რე­ბას­თან ერ­თად აღ­ვ­სი­ლია საღ­მ­რ­თო სი­ხა­რუ­ლით, რაც გაღ­მ­რ­თო­ბილ წმინ­და მა­მებს ჰქონ­დათ. ისი­ნი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ევედ­რე­ბოდ­ნენ უფალს, ეპა­ტი­ე­ბი­ნა ცოდ­ვე­ბი. თვლიდ­ნენ, რომ ცოდ­ვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ამა­ვე დროს, მა­თი გუ­ლი სი­ხა­რუ­ლი­თა და ნუ­გე­შით იყო აღ­სავ­სე. სი­ნა­ნუ­ლი­სა და გუ­ლის მგლო­ვი­ა­რო­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, მათ გულ­ში უფა­ლი შე­დი­ო­და და სი­ხა­რუ­ლით აღავ­სებ­და.

ნე­ტა­რე­ბის მე­სა­მე მცნე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან მო­ითხოვს სიმ­შ­ვი­დეს. ამა­ში არ უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ჩხუ­ბო­ბენ და კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ინარ­ჩუ­ნე­ბენ სიმ­შ­ვი­დეს, არა­მედ ისი­ნი, ვინც ცდი­ლო­ბენ, თა­ვის გარ­შე­მოც მშვი­დო­ბა და­თე­სონ. მშვი­დი ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ ხვდე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, მის გარ­შე­მო სიმ­შ­ვი­დე იყოს. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ბრძა­ნებს უფა­ლი: "მათ და­იმ­კ­ვიდ­რონ ქვე­ყა­ნა". ქვე­ყა­ნა­ში უპირ­ვე­ლე­სად ზე­ცი­უ­რი სა­სუ­ფე­ვე­ლი უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ, მაგ­რამ ამავ­დ­რუ­ლად, მშვი­დე­ბი და­იმ­კ­ვიდ­რე­ბენ ამ ქვე­ყა­ნა­საც. თით­ქოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი აგე­ბუ­ლია პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მშვიდ­მა ადა­მი­ან­მა და­იმ­კ­ვიდ­როს თა­ვი, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც გვა­უწყებს, რომ სწო­რედ ასე ხდე­ბა ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბით. და­ვით მეფ­სალ­მუ­ნე, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი მწყემ­სი იყო და მთე­ლი ის­რა­ე­ლის ქვე­ყა­ნა და­იმ­კ­ვიდ­რა, მე­ფე და მა­მა, მმარ­თ­ვე­ლი გახ­და ერი­სა. თა­ვად ქრის­ტი­ა­ნო­ბაც, რო­მე­ლიც სიმ­შ­ვი­დის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო დევ­ნი­ლი და შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ შემ­დ­გომ და­იმ­კ­ვიდ­რა ქვე­ყა­ნა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რ­ცელ­და. სიმ­შ­ვი­დეს შე­უძ­ლია ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნი­ჭოს. რა თქმა უნ­და, ღვთის წყა­ლო­ბით - რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მშვი­დია, ცდი­ლობს, ღვთის ეს ნე­ტა­რე­ბა აღას­რუ­ლოს, და­ნარ­ჩენ­ზე უფა­ლი ზრუ­ნავს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი