ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"

ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ეხმაურებიან.

სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი სამსახურებრივ საყვედურს მიიღებს.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნინო ბურძენიძემ განაცხადა, აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი.

"თბილისის ბაგა-ბაღები 2012 წელს გამოცემული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ. პროგრამაში გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფისთვის ერთ-ერთი თემაა "ქორწილი", რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონკრეტულად ცეკვის ელემენტების შესწავლას, მუსიკას, ასევე, სხვადასხვა ნიმუშების, საქორწინო აქსესუარების მომზადებას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღში მოხდა, ცოტა გადაჭარბებული იყო. აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი, თუმცა სააგენტო არ ეთანხმება და აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს", - აღნიშნა ბურძენიძემ.

იხილეთ ვიდეო: რა ელის 56-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს, რომელმაც აღსაზრდელებს "ქორწილი გადაუხადა"?

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად წარმოადგინა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები" და ქვეპუნქტი: "ქორწილი".

ასევე წაიკითხეთ: "მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი