კიბო განაჩენი არ არის!

კიბო განაჩენი არ არის!

რა იმედიანადაც არ უნდა გეჩვენოთ ეს სათაური, უმრავლეს შემთხვევაში მას ერთი დიდი კითხვის ნიშანი ახლავს: თუ კიბოს დროზე აღმოვაჩენთ... ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტებაა - იმისთვის, რომ შევამციროთ ამ მძიმე დაავადების არასასურველი შედეგი, დიაგნოზი რაც შეიძლება მალე უნდა შევიტყოთ და საკუთარი ჯანმრთელობა ხშირად შევამოწმოთ. ანუ, იმ შემთხვევაშიც, თუ თავი ჯანმრთელი გვგონია, პროფილაქტიკის მიზნით მაინც მივაკითხოთ ექიმს და ჩავიტაროთ გამოკვლევები. ამას სკრინინგის მეთოდი ეწოდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიბოს ადრეული გამოვლენის და პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. სკრინინგი არც საქართველოსთვის არის უცხო, მაგრამ, როგორც სხვა შემთხვევებში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისეული რეალობა და ცნობიერება ამ, თითქოსდა უმარტივეს აქსიომას უამრავ კონტრარგუმენტს უძებნის ხოლმე.

საქართველოში კიბოს სკრინინგის სახე­ლმწიფო პროგრამა (ძუძუს, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, პროსტატის) 2008 წლიდან მოქმედებს და უფასოა პროგრამით გათვალისწინებული ასაკობრივი ჯგუფებისთვის. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილისთვის სკრინინგი ჯერაც უცხო ხილად რჩება. თუ რატომ არ მიდიან ქალბატონები სკრინინგზე, სკრინინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბატონ რემა ღვამიჩავას ვკითხეთ: "ინფორმირებულობა უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომ ქალბატონებს პერსონალიზებულ შეტყობინებებს გავუგზავნით - ყველა მათგანი მიიღებს წერილს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ მოვიდნენ და ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში".

კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია პირველი ჯანდაცვის რგოლს - სოფლისა თუ ოჯახის ექიმებს ევალებათ, პრევენციული და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ პაციენტებს, გადაამისამართონ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის. სწორედ სოფლის ექიმისა და ექთანის კომპეტენტურობასა და კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული, მიაკითხავს თუ არა ქალბატონი, რომელიც როგორც წესი, დილიდან საღამომდე საქმეშია გართული, სკრინინგცენტრს, განსაკუთრებით მაშინ, თუ, მისი აზრით, არაფერი სტკივა და აწუხებს.

"საზოგადოებამ უნდა გაიაზროს და სკრინინგცენტრს ჯანმრთელმა უნდა მიაკითხოს. ეს აუცილებელია" - გვითხრა ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორმა იოსებ აბესაძემ.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი