"ეს იყო თამაში, ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება" - განათლების მინისტრი 56-ე ბაღში გამართულ ღონისძიებაზე

"ეს იყო თამაში, ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება" - განათლების მინისტრი 56-ე ბაღში გამართულ ღონისძიებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მოსაზრებით, თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში გამართული ღონისძიება წარმოდგენა-თამაში იყო, - ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობის წილით დაინტერესდნენ.

იხილეთ ვიდეო

"ეს რიტუალი არ იყო. ეს იყო წარმოდგენა, თამაში. თქვენ ყველას, ვფიქრობ, ბავშვობაში გითამაშიათ ბევრნაირი თამაში. ახალი კანონით მომავალი წლიდან ჩვენ უნდა შევქმნათ სასწავლო პროგრამა, თუმცა, სასწავლო პროგრამა არ არის გარანტია. პედაგოგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს მისი ბავშვებისთვის რა არის სწორი და რა არასწორი. თუ ვინმე დაარღვევს ბავშვების უფლებებს, ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, ის უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. თუმცა კომპეტენტური ხალხი გაარკვევს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვფიქრობ, ჩვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება და პირადად მე არ ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ სკანდალად და უბედურებად გადავაქციოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ასევე წაიკითხეთ: ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი ვიდეოზე, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა - "აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა"

"მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ" - რას ამბობს ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებსაც "ქორწილი გადაუხადეს"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი