კობა მჭედლიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

კობა მჭედლიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

თელ ავივში გამართულ 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა კობა მჭედლიშვილმა.

გადამწყვეტ შეხვედრაში მჭედლიშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი - იპონზე.

ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია ამ ტურნირზე. მოგვიანებით, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილიც, რომელსაც მეტოქედ ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი ჰყავს.

დღეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100). მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ტაველურმა (-100).

პირველ დღეს კი წარუმატებლად თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) წარუმატებლად იასპარეზეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი