საქართველო-მოლდოვას შორის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა

საქართველო-მოლდოვას შორის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველო-მოლდოვას შორის ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. ანგარიში მე-16 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, მოლდოვამ კი გატცანის გოლით 78-ე წუთზე გაათანაბრა.

საქართველო 4 მატჩში მოპოვებული 2 ქულით მეხუთე ადგილზეა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ლორია, გიორგი ნავალოვსკი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია (ვლადიმერ დვალიშვილი), მურთაზ დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი (დავით სხირტლაძე), თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და გიორგი ქვილითაია (ჯაბა კანკავა).

შემდეგ შეხვედრას საქართველო 2017 წლის 24 მარტს ასევე დინამო არენაზე სერბეთთან გამართავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი