საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი და უცნობი ხალხები

საქართველოში მცხოვრები მცირერიცხოვანი და უცნობი ხალხები

საქართველო ეთნიკური უმცირესობების სიმრავლით გამორჩეული ქვეყანაა, სადაც 20-მდე სხვადასხვა მცირე და დიდი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი საქართველოში საუკუნეების წინ შემოვიდა და დამკვიდრდა. ზოგიერთი კი ძალიან მცირერიცხოვანია და მათი რაოდენობა წლებთან ერთად უფრო და უფრო მცირდება.

ALLNEWS.GE გთავაზობთ ცნობებს საქართველოში მცხოვრები ყველაზე მცირერიცხოვანი და უცნობი ეთნოსების შესახებ.

უდიები

უდიები კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგებული ეთნიკური ჯგუფია. ისინი საქართველოში 1920-22 წლებში შემოვიდნენ. მსოფლიოში უდიების რაოდენობასთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. პირველი შედარებით სანდო წყარო მე-19 საუკუნიდან არსებობს. რაც შეეხება საქართველოს, 1970 წლის აღწერით, საქართველოში 800 უდი ცხოვრობდა, 1989 წელს - 793, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი, საქართველოში - 203 უდი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიაში არის დასახლებული.

უდიებმა ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობას უდიებმა თავიანთი ძველი რელიგიური წარმოდგენებიც შეუერთეს. ამის გამო სადღესასწაულო ცერემონიები უდიური რწმენებისა და ქრისტიანული კულტების ნაზავს წარმოადგენს.

უდიებში ქორწინებისათვის დასაშვები ასაკი ქალისათვის 12-15, ხოლო ვაჟისათვის 15-17 წელი იყო. მამაკაცისათვის საქორწინო ასაკის ზედა ზღვარი არ არსებობდა. დღეისათვის საქორწინო ასაკი 18 წლიდან იწყება. დროთა განმავლობაში შეიცვალა მათი ჩაცმის სტილიც და სრულიად გაქრა ქალის მიერ თავსაბურავის ტარებისა და სახის ქვედა ნაწილის დაფარვის ტრადიციაც. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი