სათხილამურო სპორტის მოყვარულები თითქმის ერთი წელია ელოდნენ და აი ისიც, თითქმის უკვე დადგა თოვლისა და მთებში სრიალის სეზონი.
სანამ თქვენთვის ძვირფასი სპორტით დაკავდებით, საჭიროა წინასწარ შეარჩიოთ ადგილი და ეს სტატია, სწორედ შერჩევის პროცესში დაგეხმარებათ, რადგან ჩვენ გიამბობთ იმის შესახებ, თუ რომელი სამთო კურორტები იქნება 2016-2017 წლის ზამთარში ყველაზე აქტუალური.
მთავარ სათქმელზე გადასვლამდე გვსურს შეგახსენოთ,Vivusge-ში პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებით სესხზე კი ჩვენთან ყველაზე დაბალი პროცენტია. Vivusge-ს სესხის აღება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს ვადებში.
მოგზაურობისა და დასვენების სფეროს ექსპერტთა აზრით, მიმდინარე სეზონის საუკეთესო სამთო კურორტების ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
ნისეკო - თხილამურებით სრიალის მოყვარულთათვის იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ეს ქალაქი საუკეთესო ვარიანტია.
ადრე ეს კურორტი მხოლოდ ავსტრალიერებისთვის იყო საინტერესო, თუმცა ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე განვითარების შემდეგ, ნისეკო მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო გახდა და მისკენ უამრავი ტურისტი ისწრაფვის.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ნისეკოს სტუმართა რიცხვი 106%-ით გაიზარდა. წლევანდელ სეზონზე კი სტუმართა რაოდენობის რეკორდულ ზრდას ელიან, რადგან ტოკიოდან ჰოკაიდოს მიმართულებით უსწრაფესი მატარებლების რეისები დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ნისეკოში ტურისტებს ელის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და კომფორტული კოტეჯები.
კანადის არქტიკული არქიპელაგი - როდესაც საუბარი იწყება კანადაში თხილამურებით სრიალზე, ყველას ახსენდება უისტლერი, მონ ტრამბლანი და კვებეკე. თუმცა წელს ეს ამბავი შეიცვლება, რადგან ახალაშენებული, ულტრათანამედროვე სასტუმროების და 2 კილომეტრის სიმაღლის თოვლით დაფარული მთების წყალობით, თანამოძმე კურორტებს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს კანადის არქტიკული არქიპელაგი.
ეს გახლავთ ჯერ კიდევ აუთვისებელი, აქამდე ხელშეუხებელი ტერიტორია, რომელიც საკურორტო სფეროში სტარტს ახლა იღებს, მაგრამ უკვე დიდი ამბიციები აქვს.
ნორვეგია - ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ადგილი, სადაც შესაძლებელია დღისით ჰელისქინგით გამოწვეული ადრენალინით ტკბობა და ღამით ჩრდილოეთის ციალის ულამაზესი სანახაობის ცქერა.
თუ გიყვართ სათხილამურო სპორტის ყველაზე ექსტრემალური სახეობა ჰელისქინგი, მაშინ აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ნორვეგიულ ფირმა 62°NORD-ს, რომელიც სპეციალიზირდება ექსკლუზიურ ტურებზე და ნორვეგიაში ჩასულ ტურისტებს საოცარ დასვენებას სთავაზობს.
ტურის ფარგლებში თქვენი წინამძღოლი იქნება მსოფლიოს საუკეთესო ფრირაიდერი კარსტენ იეფლე, რომელიც საუკეთესო ტრასებს გაჩვენებთ და დაუვიწყარ შეგრძნებებსა და მოგონებებს გაჩუქებთ.
კურშეველი - ეს ფრანგული კურორტი ახალი არ გახლავთ. კურშეველი უკვე წლებია მასპინძლობს სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და მათ შორის ინგლისისა და მაროკოს სამეფო ოჯახის წევრებს.
კურშეველი ბევრისთვის საოცნებო ადგილია და სწორედ ამიტომ ის 2016-1017 წლის ზამთარშიც არ კარგავს აქტუალობას.
თელურაიდი - წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ აშშ-ს შტატ კოლორადოში მდებარე ეს არაჩვეულებრივი კურორტი რთულად მისადგომი იყო და ამის გამო პოპულარობის ფუფუნებას არ განიცდიდა.
აღნიშნული პრობლემა, ავიაკომპანია Allegiant Air-მა სპეციალური რეისების დანიშვით მოაგვარა და როგორც სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ, თელურაიდი მიმდინარე სეზონზე ძალზედ აქტუალური იქნება სათხილამურო სპორტის მოყვარულებში.
იტალიური ალპები - შვეიცარიული და ფრანგული ალპები მსოფლიოს საუკეთესო კურორტებს შორის წამყვან პოზიციებს ალბათ არასოდეს დათმობენ, მაგრამ უკვე დადგა დრო, როდესაც ალპებში სრიალის მსურველებს იტალიაც არაჩვეულებრივ მასპინძლობას გაუწევს.
აღნიშნული ამბიციის ქონის უფლებას იტალიურ ალპებს საშუალებას აძლევს სასტუმრო Grand Hotel Billia, რომელიც 22 სხვადასხვა სათხილამურო კორორტთან ახლოს მდებარეობს და ერთდროულად სამი სხვადასხვა ქვეყნის ტრასებზე სრიალის საშუალებას იძლევა.
R