რას ვყიდულობთ სინამდვილეში - ბაზარზე იყიდება პროდუქტი, რომლის შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას

რას ვყიდულობთ სინამდვილეში - ბაზარზე იყიდება პროდუქტი, რომლის შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას

ტექნიკური რეგლამენტი "საქონლის ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გულისხმობს.

მისი მომხრეები იმედს გამოთქვამენ, რომ რეგლამენტის ამოქმედებით ქართული ბაზარი გაცილებით მოწესრიგდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. სააგენტოში აცხადებენ, რომ პროდუქციის ეტიკეტზე ყველა სახის ინფორმაცია უნდა ჩანდეს, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს. ამჟამად ეტიკეტირება ნებაყოფლობითია, იანვრიდან კი, ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს და ეს შეეხება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ხორცს.

სურსათის ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დალი წულაია მიიჩნევს, რომ ხორცპროდუქტების ეტიკეტირება აუცილებელია.

"ხშირად ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხი ძალიან დაბალია, ხოლო მათი შემადგენლობა - გაურკვეველი. ჩვენს ბაზარზე ხორცის სახელით იყიდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც ხორცის შემცვლელი უნდა ეწეროს, რადგან მისი შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას. სინამდვილეში ხორცის ნაცვლად ვყიდულობთ სოიოს შემცველ პროდუქციას, ან სხვადასხვა დარღვევასთან გვაქვს საქმე. საერთოდ, ხორცპროდუქტებში კუნთოვანი ქსოვილიც უნდა იყოს შერეული - კერძოდ, მყესები და ხრტილოვანი ქსოვილი, რომელთა შემცველობაც ნორმირებულია, მაგრამ ხშირად მათი რაოდენობა ძალიან მაღალია და ეს ეტიკეტზე არ არის აღნიშნული. მომხმარებელი ყოველ ნაბიჯზე ტყუვდება, რადგან ეტიკეტის წარწერები არ შეესაბამება პროდუქტის ჭეშმარიტ შემცველობას, ეს კი - ფალსიფიცირებაა", - აღნიშნავს დალი წულაია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი