ვინ არის 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს

ვინ არის 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს

საქართველოს "მის მსოფლიო 2016"-ზე 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ულამაზესი ვიქტორია "ვიცე მის საქართველო 2015"-ია.

ვიქტორია კოჩეროვა თბილისიდანაა. 174 სმ სიმაღლის, მწვანეთვალება, შავგრემანი გოგონა IC Model Management-ის მოდელია.

ვიდეოში, რომელშიც ვიქტორია თავის თავს და საქართველოს წარუდგენს მსოფლიოს, მოდელი ყვება მისი ოჯახისა და გატაცებების შესახებ. ვიქტორიას ტყუპისცალი და - სოფი ჰყავს. ვიქტორია ბავშვობიდან გატაცებულია სპორტით და ამბობს, რომ სპორტი მისი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

იხილეთ ვიდეო

მოდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობს.

ვიქტორიას ცნობილ რუს სუპერმოდელს ირინა შეიკს ამსგავსებენ. ამას მისი ფოტოების დათვალიერების შემდეგ თავადვე მიხვდებით. მოდელის ფეისბუქის გვერდზე ბევრი წერს, რომ ის ძალიან ჰგავს ირინა შეიკს.