ერთ-ერთ კომპანიაში CV მივიტანე. რამდენიმე წუთი, კომპანიის მენეჯერს, მისი ქცევებისა და სიტყვების გამო, გაოგნებული ვუყურებდი. მერე მალოდინა. თურმე, ყავის დრო ჰქონდა. და ბოლოს, როგორც იქნა დამელაპარაკა. ოფის-ასისტენტი სჭირდებოდა (მან ესე მითხრა). დამიდო ფურცელი, რა უნდა გამეკეთებიანა.
მერე მთხოვა, ადმინისტრაციული საქმეებიც იქნებ შეითავსოთო. ერთი ფურცელი მათარგმნინა. გაეხარდა, იქნებ თარჯიმნადაც გამოგიყენოთო. ვუყურებდი მორჩილად და თავს ვუქნევდი. ბოლოს, საბუღალტრო საქმეში, რამე ხომ არ გაგეგებათო,- მკითხა. მეგობრულად გეკითხებიო - დაამატა. და ეს ყველაფერი, 9-დან 6-საათამდე თვეში 220 ლარად. ანუ, სულ რაღაც, პარლამენტარების "სემიჩკის" ფულად. ხმა არ გამიღია. ავდექი და წამოვედი.
მეგობარმა, რომელიც სამსახურს ეძებს, აი ეს მიმოწერა გამომიგზავნა...
ეს კამათის ნაწილია. საუბრის ფინალი შოკში ჩაგაგდებთ. არაფერი მაქვს სათქმელი, მას 6 ფუნქცია 150 ლარად სთხოვეს, 10 საათიანი სამუშაო გრაფიკით და როცა მეგობარმა ჰკითხა, ამ ხელფასად 5 მაინც დაგევალებინათ ან ბონუსები დამირიცხეთო, ერთი კარგად გამოლანძღეს.
ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ჩემი CV-ით მოვიარე დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები. მაგალითად, ე.წ "ფეშენ" მაღაზიები. ყველას ერთი და იგივე შეკითხვას ვუსმევდი: "შეიძლება ჩემი CV დაგიტოვოთ, თუ თქვენი ბაზა გაქვთ, სადაც შემიძლია ჩავაგდო ჩემი მონაცემები, იქნებ ოდესმე ვინმემ წაიკითხოს"?
არავითარი განმარტებები და მით უფრო, კულტურული პასუხები. მხოლოდ გაოგნებული სახეები. ზოგს შუბლზე ეწერა, - შენ რა, პატრონი არ გყავს? გამიჩნდა გრძნობა, რომ არც ერთ მათგანს, არც რეზიუმე დაუწერია ოდესმე და არც ის გაუგია კომპანიის საინფორმაციო ბაზა რას ნიშნავს. კულტურასაც ვერ მოსთხოვ, რადგან, როგორც კი, ერთით მეტ შეკითხვას დასვამ, გაილანძღები.
ეხლა, გახსენით ის საიტები, ვაკანსიების შესახებ, რომ აქვეყნებენ ინფორმაციას. გულწრფელად ვკითხულობ, ვისთვის ქვეყნდება ეს განცხადებები? უცხოპლანეტელებს ხომ არ ეპატიჟებიან ნეტავ?! მაგალითად: ერთ-ერთი ისტერიული მოთხოვნაა, განმცხადებელი იყოს კომუნიკაბელური. მაპატიეთ, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი გეტყვით, რომ არაკომუნიკაბელურია და ეძებს სამსახურს?!
მეორე მხრივ, ამ ისტერიკამ გამიჩინა იმედი, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში არიან კომუნიკაბელური ადამიანები და, რომ სხვაგვარად ისინი სამსახურს ვერ მიიღებდნენ. არაერთ ადგილას მივედი (ზოგან დაუპატიჟებლად) და დავუსვი ორად ორი შეკითხვა, ღიმილით. ერთი მხრივ, არ იციან რა გიპასუხონ, მეორე მხრივ, არ ყოფნით ნერვები სწორად მოგემსახურონ. მასიურად არაკომუნიკაბელურობა სუფევს ყველგან.
საერთოდ, გულგრილობის მეშინია ყველაზე მეტად, ზოგან ასეთი განწყობაც გამიჩნდა და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
რაც შეეხება ვალდებულებებს. როცა 10 ფუნქციას აკისრებ ერთ ადამიანს, მიზერული ხელფასის ფასად, არა მხოლოდ თამაშობ მშიერ და უმუშევარ ადამიანებზე, არამედ პატივს არ სცემ საკუთარ კომპანიას. ერთი ფუნქცია მაინც, ხომ უნდა შესრულდეს ერთი თანამშრომლისგან სრულად და პასუხისმგებლობით? - გიფიქრიათ ამაზე, მენეჯერებო?