ლევან მაყაშვილმა დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი გალახა [VIDEO]

ლევან მაყაშვილმა დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი გალახა [VIDEO]

ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში ლევან მაყაშვილმა რუსი სპორტსმენი რასულ მირზაევი დაამარცხა.

აღსანიშნვაია, რომ წარმოშობით დაღესტნელ მირზაევს აქამდე კარიერაში მარცხი არ ჰქონია. მირზაევის ანგარიშზე 17 გამარჯვება იყო.

შეხვედრა ტურნირ Fights Nights Global 54-ის ფარგლებში როსტოვში გაიმართა. მაყაშვილმა მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

რაც შეეხება მაყაშვილს, ეს მისი მე-10 მოგება გახდა კარიერაში. სულ მას 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 წაგება და 1 ფრე აქვს.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მირზაევი საკმაოდ განაწყენებული იყო მარცხით და საჯაროდ მოითხოვა მაყაშვილისგან სარევანშო ბრძოლა, რაზეც ქართველისგან თანხმობა მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ რასულ მირზაევმა 2011 წელს სტუდენტთან იჩხუბა, რომელიც დარტყმისგან მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად მირზაევმა კი დაახლოებით ერთწლიანი სასჯელი მოიხადა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი