ემოები, პანკები, გოთები - როგორია სუბკულტურების არსებობის პრაქტიკა საქართველოში

ემოები, პანკები, გოთები - როგორია სუბკულტურების არსებობის პრაქტიკა საქართველოში

სუბკულტურები წარმოადგენენ ჯგუფებს, რომელთაც უმრავლესობისგან განხვავებული შეხედულებები, ღირებულებები და ნორმები აქვთ.

ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოშიც არსებობს სუბკულტურული ჯგუფები, რომლებიც, როგორც წესი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ხილულები არიან.

ეს ჯგუფები, შესაძლოა, იყვნენ ემოები; პანკები; გოთები, რომლებიც პოსტ-პანკური ჟანრის მიმდევრები არიან, დაახლოებით 35 წელია არსებობენ და ნეოკლასიკურ, პანკურ და რამდენიმე მიმდინარეობის როკ-მუსიკას აერთიენებენ. სუბკულტურას წარმოადგენენ Metalhead-ებიც, რომლებიც მძიმე მეტალის შემსრულებლები ან მსმენელები არიან და ა.შ.

22 წლის ემილი ბერგმანი უკვე დიდი ხანია გოთური სუბკულტურის წარმომადგენელია. ემილის თქმით, მისი გოთიკასთან დაახლოება ხელოვნების სიყვარულმა და განათლებამ განაპირობა.

"მთელი ცხოვრებაა ვმღერი. მუსიკით გამოვხატავ ჩემს შინაგან მელანქოლიასა და ფიქრებს, ჩემი გოთური სტილით კი ის გადმომაქვს, რაც შინაგანად მაქვს," - განმარტავს ემილი Allnews.ge-სთან საუბარში და დასძენს, რომ საზოგადოებას მისი ჩაცმის სტილის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს, - "ხშირ შემთხვევაში ინტერესს იწვევს, ზოგს კი აგრესიული და ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, არსებობენ ისეთებიც, ვისაც ეს მოსწონს," - აღნიშნავს ის.

22 წლის გოთი გოგონას თქმით, ის მარტოობას არჩევს და აღნიშნული სუბკულტურის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნაკლებად აქვს.

სოციალური ანთროპოლოგის, თეონა მატარაძის განმარტებით, სუბკულტურების ყოლის თვალსაზრისით, საქართველოს ცუდი გამოცდილება არ აქვს, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი ჯგუფები ხშირად იქმნებოდა. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი