დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო "ტისუპეიპერი" გახსნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოების მენეჯერთან ერთად ლენტის გაჭრაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის მინისტრმა საწარმოში არსებული დანადგარები დაათვალიერა. პროდუქციის წარმოებისა და შეფუთვის პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

"ტისუპეიპერში" 11,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია და 90-ზე მეტი სამუშაო ადგილი არის შექმნილი. ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ჰიგიენურ ქაღალდს. წარმოება ძალიან მეგობრულია გარემოს მიმართ, რადგან პრაქტიკულად, აქ ხდება მეორადი გადამუშავება მაკულატურის. ეს არის წარმოება, რომელიც გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე. დღეს კომპანია 250 ტონაზე მეტ პროდუქციას უშვებს, რაც აღნიშნული პროდუქტის მოხმარების თითქმის 30%-ია, ხოლო მომავალში ისინი კიდევ გააორმაგებენ თავის გამოშვებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს თუ მხოლოდ მეორადი გადამუშავება ხდება, კომპანიას დაგეგმილი აქვს გააფართოვოს თავისი პროდუქცია.

შემოიტანს ცელულოზას, შესაბამისად, მათ მიერ ნაწარმოები პროდუქტის თვითღირებულება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე. სწორედ ეს არის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიზანი. მისი ამოცანაა ჩვენს ქვეყანაში წარმოება განვითარდეს. განვითარდეს იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის პოტენციალი. კომპანია შემდგომში სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტზე გასვლას გეგმავს", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს "ტისუპეიპერის" ბრენდები "ეკო", "ასფურცელა" და "ეკოფეიფერი" მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.

"ჩვენ ვერ ავიღებდით ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას რომ არა სახელმწიფო. კოლოსალური სამუშაოა ჩატარებული. ამბიციური გეგმები გვაქვს. ვეცდებით სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ იმპორტს. მომავალი წლის პირველ ნახევარში მზა პროდუქცია შეიძლება 400 ტონამდე ავიდეს. 2019 წლისთვის კი გვინდა მზა პროდუქციის მოცულობა 1000 ტონამდე გაიზარდოს. ეს არ არის მაქსიმუმი", - აღნიშნა წარმოების მენეჯერმა გიორგი ასათიანმა, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა EBRD-ის დახმარებასა და უცხოელი სპეციალისტების მიერ გაწეულ კონსულტაციაზე.

"ტისუპეიპერის" საწარმოს გახსნას დღეს ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია და EBRD-ის წარმომადგენელი საქართველოში სევერიან ღვინეფაძე.

შპს "ტისუპეიპერი" თბილისში, სამგორის რაიონში, ქიზიყის 12-ში მდებარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი