საქართველოში ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ამ სეზონზე, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევა უკვე გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, A ტიპის H3 ვირუსი თბილისში დაფიქსირდა. პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმუნიზაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ წელს 20 000 დოზა ვაქცინა შეიძინა და დღეის მდომარეობით, სამიზნე პოპულაციის 65% აცრილია.

"ზოგადად, გრიპის სეზონი ევროპაში ოქტომბრის ბოლოდან, ჩვენთან კი ცოტა მოგვიანებით იწყება. გუშინ უკვე დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან ეს შემთხვევები რა თქმა უნდა, გვექნება, რადგან ზამთარი მოდის", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი