ჟურნალისტ ნინო სულაბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

ჟურნალისტ ნინო სულაბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

ჟურნალისტ ნინო სულაბერიძეს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. ჩატარებული ოპერაციების შემდეგ ნინოს ესაჭიროება რეაბილიტაცია, ოჯახს ამის რესურსი აღარ გააჩნია, მისი მდგომარეობა კი მძიმეა.

საქველმოქმედო საღამო 30 ნოემბერს, ბაზალეთის ტბის პირას მდებარე სასტუმრო რესტორან "გრიფ ინნ"-ში ჩატარდება. საღამოზე მოწვეული იქნებიან მომღერლები, კომპანიები, ნინოს მეგობრები და ადამიანები, ვისაც გული შესტკივათ ახალგაზრდა ჟურნალისტზე.

ადგილზე იქნება განთავსებული შესაწირი ყუთი, და სტუმრები საკუთარი სურვილისამებრ შეწირავენ თანხას.

"იდეალურ დედას, ულამაზეს გოგოს და უბრალოდ ერთ კარგ ადამიანს დღეს შენი გვერდში დგომა სჭირდება.

ნინო სულაბერიძეს დღეს შენი დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ ოცნება აიხდინოს და შვილი საბავშვო ბაღში თავად მიიყვანოს.

ნინო სულაბერიძეს დღეს შენი დახმარება სჭირდება - იმისთვის, რომ ის თავის ოჯახს ჩაეხუტოს და მისი დედის ცრემლი აღარავინ დაინახოს. ნინო სულაბერიძეს დღეს შენ სჭირდები - იმისთვის, რომ მან კიდევ დიდი ხანი შეძლოს შეიტანოს წვლილი ქართულ ჟურნალისტიკაში.

ნინო სულაბერიძეს დღეს სწორედ შენი გვერდში დგომა სჭირდება - იმისთვის, რომ იყოს დედა, და, შვილი და საქართველოს ღირსეული მოქალაქე.

ნინო სულაბერიძეს დღეს სტკივა, თუმცა ის იბრძვის - იბრძვის შვილისთვის, იბრძვის მშობლისთვის, იბრძვის სიცოცხლისთვის.

ის, ვინც იგებს ომს, არასოდეს წყვეტს ბრძოლას ეს არის ბრძოლა სიცოცხლისთვის" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი