"ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"

"ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"

იოსებ სტალინს ძალიან ჰყვარებია კლასიკური მუსიკა, გამორჩეულად კი - მოცარტის 23-ე კონცერტი, რასაც ადამიანის საკუთარ სულთან საუბარს უწოდებდა, თურმე. ინტერვიუზე მისულს, სწორედ ამ კონცერტით შემომეგება სცენარისტი ქეთევან პატარაია, რომელმაც წლების წინ, სტალინის საარქივო მასალაზე მუშაობისას, საბჭოთა ბელადის ცხოვრება-მოღვაწეობის ბევრისთვის მიუწვდომელი და დღემდე უცნობი ამბები შეიტყო. იმხანად რეჟისორი რეზო ჩხეიძე სტალინზე მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებდა...

ქეთევან პატარაია:

- სცენარზე მუშაობა 1990-იანი წლების დასაწყისში დავიწყეთ და 5 წელიწადს გაგრძელდა. ჩვენმა პედაგოგმა ერლომ ახვლედიანმა მე და ჯარჯი აქიმიძე აგვიყვანა თანაავტორებად. გავეცანით ამერიკის თუ საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში არსებულ საარქივო მასალებს; სტალინის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის ნაშრომებს. ჩვენ ვწერდით სცენარს არა პოლიტიკოს სტალინზე, არამედ - ადამიანზე, პიროვნებაზე, რომელსაც იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ერქვა. რამდენიმე წყაროში ვამოწმებდით და ისე გამოგვქონდა დასკვნები. ამიტომ თუნდაც, ამას წინათ პრესაში დაბეჭდილი ინფორმაცია, თითქოს სტალინის სიკვდილისწინა ჟესტი ცისკენ აშვერილი მუშტი იყო, მცდარია. მან მუშტი კი არა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი აღმართა. სტალინზე გადასაღები მხატვრული ფილმი კი, სადაც ბატონი რეზოს ვარაუდით, სტალინის როლი რობერტ დე ნიროს უნდა შეესრულებინა, ძვირად ღირებული კოპროდუქცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფილმისთვის მან ვერც თანხა იშოვა და ვერც - პარტნიორები.

- მაინც როგორი იყო ნამდვილი სტალინი, იმის დამოწმებით, რასაც გაეცანით?

- ცნობილი რევოლუციონერი ტროცკი, რომელიც სტალინთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა, წერდა: "რუსეთმა 1801 წელს გააუქმა საქართველოს სამეფო, სამაგიეროდ კი - მიიღო იმპერატორი". სტალინმა წარმატებით გაიარა რევოლუციური მოღვაწეობის ყველა საფეხური, ჩამოიშორა ყველა მოწინააღმდეგე და მართალია, უამრავი მტერი ჰყავდა, მასზე არასდროს მომხდარა თავდასხმა; რამდენჯერმე აღმოჩნდა სიკვდილის პირას, მაგრამ ყოველთვის რაღაც ძალა იფარავდა; ის მოექცა ყველაზე მაღლა, იცოცხლა დიდხანს და მოკვდა მისი ამქვეყნიური დიდების ზენიტში. პოეტი იოსებ ბროდსკი წერდა: "მეეჭვება, მსოფლიოში ყოფილიყო მკვლელი, ვის გამოც ამდენ ცრემლს დაღვრიდნენ". როგორ მოახერხა ეს სტალინმა? იყო თუ არა ის ყველაზე ჭკვიანი და განათლებული? - მის მოწინააღმდეგეებს ევროპის უდიდეს ქვეყნებში ჰქონდათ განათლება მიღებული, იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა, ორიგინალში კითხულობდნენ ისტორიულ და ფილოსოფიურ თხზულებებს. სტალინმა კი მხოლოდ გორის სემინარია დაამთავრა - ე. ი. ის ყველაზე განათლებული არ იყო! ტროცკი უბადლო ორატორი ყოფილა, სტალინ კი ჯერ კიდევ კობა ჯუღაშვილი იყო, მიტინგზე მოლაპარაკეს, კარლ მარქსის მკვლევარმა რიაზანოვმა რომ შეუძახა: კობა, ხალხს ნუ აცინებთ. თეორია თქვენი საქმე არ არისო! იყო თუ არა სტალინი მოწინააღმდეგეებს შორის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი? - მაგალითად, ტროცკი ქვეყნის სამხედრო დასახლებებად გადაქცევას აპირებდა, ხოლო მსოფლიო რევოლუციის მისეული იდეები ისეთი სისხლიანი და საშინელია, სტალინის "გულაგები" სისასტიკით მასთან ვერც მოვა და ა.შ. მაშინ რატომ სტალინი და არა - სხვა? - იგი ყოველთვის მეორე პლანზე იდგა, წინ სხვებს უშვებდა. ამავე პრინციპით სათითაოდ ჩამოიშორა ყველა. მაგალითად, ერთ-ერთ ყრილობაზე კიროვის უზომოდ ქებამ სტალინი ჩააფიქრა: თუკი ყველა წარმატება ჩემი დამსახურებაა, ე.ი. ყველა წარუმატებლობაც მე დამბრალდებაო და... მალე კიროვი მოკლეს...

განაგრძეთ კითხვა

ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

"ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ" - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

"სახეზეა თავის ტვინის შერყევა" - რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობაზე, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სცემეს