"ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა" - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი თანამდებობის დატოვებას აპირებს

"ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა" - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი თანამდებობის დატოვებას აპირებს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. "ზოგადად, მე ძალიან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. ორშაბათს ვაპირებ ამ თემასთან დაკავშირებით ბორდთან დალაპარაკებას", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა "ინტერპრესნუსთან" საუბრისას.

მისი თქმით, ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა, ახალი წელი იგეგმება და ახალი ადამიანი მოვა. "აქამდე იყო არჩევნები. წლის დასაწყისში მინდოდა წასვლა და უბრალოდ ვერ გავაკეთე. ახლა უკვე არის დრო იმის, რომ წავიდე", - აღნიშნა ბარათაშვილმა.

წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ბარათაშვილი არ საუბრობს. "სიახლე და ახალი რაღაცეები... რასაც მერე ვიტყვი", - ამბობს ბარათაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი