"დედაენის" ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა

"დედაენის" ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად "დედაენის" ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, "მეფის" მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი