ინოვაციური, შემოქმედებითი და სახალისო ვორქშოფი ბავშვებისთვის

ინოვაციური, შემოქმედებითი და სახალისო ვორქშოფი ბავშვებისთვის

ალბათ ძნელად დასაჯერებელია, რომ ის ელექტრო ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, იქნება ეს დასაკრავი ინსტრუმენტი, სხვადასხვა ელექტრო სათამაშოები, რობოტები თუ გასანათებელი საშუალებები, შესაძლებელია სხვადასხვა მოდულების მარტივი გადაწყობით ბავშვებმაც კი შექმნან, აამოძრაონ, გაანათონ და გახადონ მუსიკალური. დასაჯერებლად რთულია, მაგრამ დღეს უკვე ეს ჩვეულებრივი რეალობაა.

Little Bits - ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს.

სწორედ Little Bits-ის კონსტრუქტორებით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში ბავშვებისთვის სახალისო და შემეცნებით უფასო ვორქშოფებს ატარებს, სადაც ბავშვები მოდულების მარტივი გადაწყობით ქმნიან სხვადასხვა დანიშნულების ფერად სათამაშოებს. მათ აქვთ შესაძლებლობა საოცარი და საინტერესო სავარჯიშოების საშუალებით ააწყონ ელექტრონული პიანინო, რომელზეც სასურველი მუსიკის ჩართვისას, სმარტფონის საშუალებით, სხვადასხვა განათებები დააყენონ და მინი light show მოაწყონ. და ეს ყველაფერი ძალიან მხიარულ, სახალისო გარემოში შექმნან.

ვორქშოფზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაარეგისტრიროს ბავშვი 8-დან 12 წლამდე. როგორც მშობლებს ისე სკოლის მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა მოსწავლეები დააინტერესონ ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის საწყისებით და ბავშვები თანამედროვე ელექტრონიკის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურონ.

Little Bits ვორქ-შოფები ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ტარდება. და ამ დღეებში ტექნოპარკში უამრავ გაოცებულ და ინტერესისგან თვალებანთებულ ბავშვს შეხვდებით.

ნანუკა ერქვანია, 9 წლის:

"დღეს ავაწყვეთ პატარა პიანინო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ჩემი ხელით გავაკეთებდი და შევძლებდი ხმა გამოეცა ასეთ პატარა მოწყობილობას".

გიორგი სიხარულიძე, 8 წლის:

"პირველად ვნახე ასეთი მაგნიტური მოწყობილობები, ყველაზე ძალიან მომეწონა ის რომ ვისწავლეთ ხმაური როგორ გამოვცეთ, როგორ გავანათოთ სათამაშო და ეს ყველაფერი ჩემით გავაკეთე, ძალიან მაგარი იყო".

თამუსი ერქვანია, 11 წლის:

"ძალიან გავერთე, ავაწყვეთ მანქანები, ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა აგვენთო და გაგვეთიშა შუქი, ყველაზე ძალიან მომეწონა მანქანის აწყობა და ის, რომ შევძელით მისი ამოძრავება".

მამუკა აფაქიძე, პროექტის ტექნიკური კონსულტანტი:

- Little Bits ეს არის ელექტრონიკის კონსტრუქტორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკის შექმნა. ამით ბავშვები სწავლობენ ელექტრონიკასთან ურთიერთობას. სწავლობენ ფიზიკის საფუძვლებს და ამასთან ერთად სწავლობენ მათ გარშემო არსებული ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირების წესებსა და მეთოდებს. მაგალითად: როგორ მუშაობს რადიო მიმღები, სმარტფონი, როგორ ხდება დისტანციური მართვა, ან ავტომატიზაციის პროცესი. ისინი აგებენ ამ ყველაფერს. ასევე, მარტივად და სწრაფად კონსტრუქტორების მეშვეობით სწავლობენ მაგალითად: ელექტრო პიანინოს, მოძრავ რობოტს, რომელიც მიყვება ხაზს, შეუძლიათ განათების ავტომატური ჩართვის დამზადება ტაშზე ან პულტით. ბავშვები სწავლობენ ზოგადად ურთიერთობას ტექნიკასთან.

მოვუწოდებთ არა მხოლოდ მშობლებს, არამედ მასწავლებლებს მოიყვანონ მოსწავლეები ვორქშოფზე, რომელიც ბავშვებს სწორად განუვითარებს უნარ - ჩვევებს. ამ შემეცნებითი სავარჯიშოებით პატარებს გაუჩნდებათ სწრაფვა, რაღაც ღირებულის შექმნისკენ. მეტი ინტექლექტუალი კი ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრესი პირობაა.

ვინც უკვე დაინტერესდით და გაგიჩნდათ სურვილი ბავშვები ყველაზე ინოვაციურ და შემოქმედებით ვირქშოფზე დაარეგისტრიროთ, ნუ გადადებთ, ახლავე გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდით და დაელოდეთ ჩვენს შეტყობინებას.

28 ნოემბერს კი Little Bits-ის პროგრამის ფარგლებში, ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი უკვე სტუდენტებისათვის იწყება. ეს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ერთის მხრივ შეისწავლონ ელექტრონიკის საფუძვლები, ხოლო მეორეს მხრივ გახდნენ ტრენერები, დასაქმდნენ და თავად ჩაუტარონ შემდგომში ტრენინგები პატარებს.

8-12 წლამდე საბავშვო ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე: https://docs.google.com/a/gita.gov.ge/forms/d/e/1FAIpQLSe60B-V5LqlKu7fNQabXQP5MZ0QRjM0abgNNPcmm6NfPO840w/viewform

ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგზე სტუდენტებისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/a/gita.gov.ge/forms/d/e/1FAIpQLSc5cwdO6gMc8_QHwyz7M08iR3DUA8YH84L5DAGeWTVs409F2g/viewform

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი