მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

სამეწარმეო განათლების გავრცელება და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ, მოზარდებში ცნობიერების ამაღლება- ბიზნესისა და ტექნონოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული ბანკი ერთობლივ საგანმანათლებლო  პროექტს იწყებენ. პროექტის პირველი ეტაპი 21 ნოემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"ჩვენი მიზანია ფინანსური ცნობიერების ამაღლება, რაც უფროსკლასელებში საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ბიზნესისადა ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოსმენილი ლექცია მოსწავლეებს ფინანსური კომპეტენციის ამაღლებაში დაეხმარება." - აღნიშნა ამბები. გე თან საუბრის დროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილბატიაშვილმა.

პროექტის "ფინანსური განათლების ამაღლება"-ფარგლებში თბილისისა და რეგიონების სკოლიდან 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმინეს ლექციებს თემაზე "ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე".

დღეს უნივერსიტეტს, რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ლექციის შემდეგ, უფროსკლასელებმა პრეზიდენტის სასახლე და ეროვნული ბანკი მოინახულეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის მიზანია, თანამედროვე და ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი