"რონიკოს" ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა

"რონიკოს" ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა

"რონიკოში" სიახლეა! - 2016 წელს ოპტიკურმა კომპანიამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და კიდევ უფრო გააფართოვა სერვისების არეალი. კერძოდ, გაიხსნა "რონიკოს" ოფთალმოლოგიური ცენტრი, რომელიც პაციენტებს სთავაზობს თვალის სრულ გამოკვლევას, თვალის დაავადებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობას მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით წარმოებული, სამკურნალო-დიაგნოსტიკური აპარატურით, როგორიცაა:

ოპტიკურ- კოჰერენტული ტომოგრაფია ( 3D OCT-2000; Topcon), რომლის მეშვეობით შესაძლებელია თვალის ფსკერის შრეობრივი ანალიზი, რიგი დაავადებების დროს: მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, თვალის ფსკერის დიაბეტური ცვლილებები, თვალის ფსკერზე არსებული თანდაყოლილი ანომალიები და პათოლოგიები, მხედველობის ნერვის გლაუკომატოზური ცვლილებები. აღნიშნული აპარატი აქტუალურია თვალის წინა სეგმენტების (რქოვანის, ფერადი გარსის) კვლევისთვისაც. კომპიუტერული პერიმეტრი (Perimeter AP-2500; Tomey), რომლის მეშვეობით ხდება მხედველობის ველის ანუ პერიფერიული მხედველობის კვლევა და მასში დეფექტების გამოვლენა. უკონტაქტო აუტო-ტონომეტრი (Auto-Tonometr FT-1000; Tomey), რომლის მეშვეობით თვალშიდა წნევის უკონტაქტო მეთოდით გაზომვა და თვალშიდა წნევის მონიტორინგი ხდება.

რონიკოს ოფთალმოლოგიური ცენტრში ტარდება თვალის ყველა სახის რუტინული კვლევა: რეფრაქტოკერატომეტირა, ბიომიკროსკოპია, ფუნდუსკოპია (Volk-ის ლინზით) და ა.შ. რომლეთა საფუძველზე ხდება თვალის დაავადებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით.

"რონიკოს" ოფთალმოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებს რუსთაველის 19-ში. ცენტრში პაციენტებს იღებს ექიმი-ოფთალმოლოგი - მარიკა ცერცვაძე.

ოპტიკური კომპანია "რონიკო" 21 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და არის დარგის ლიდერი. უმაღლესი ხარისხის ოპტიკური პროდუქცია: მზის სათვალეები და ოპტკური ჩარჩოები; კონტაქტური და სასათვალე ლინზები; მრავალფეროვანი, მოქნილი სერვისები - განაპირობებს კომპანიის სტაბილურ ზრდას და განვითარებას. მუდმივი სწრაფვა ინოვაციების და ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვისკენ "რონიკოს" წარმატების ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორია.

რონიკოსთან ერთად უკეთესად ხედავთ და შესანიშნავად გამოიყურებით!

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი