რა არის ლაქტოზა რძის პროდუქტებში?

რა არის ლაქტოზა რძის პროდუქტებში?

რძის ნაწარმი რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის სწორად ფუნქციონირებაში. ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა გაგიკვირდებათ და არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც რძის, იოგურტის, ხაჭოს და მსგავსი პროდუქტების მიღება უსიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ლაქტოზა, რომელსაც შეიცავს ნებისმიერი რძის ნაწარმი და არამარტო.

რა არის ლაქტოზა და ლაქტოზის აუტანლობა?

ლაქტოზა არის შაქარი, რომელიც შედის რძის პროდუქტებში. ორგანიზმი ლაქტოზას ინელებს ნივთიერების საშუალებით, რომელსაც ლაქტაზა ეწოდება. ეს ნივთიერება ლაქტოზას შლის შაქრის ორ სახეობად, გლუკოზად და გალაქტოზად, რაც შემდგომ უკვე ადვილად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში. როცა ორგანიზმს არ შეუძლია სპეციალური ენიზიმის ლაქტაზის გამოყოფა, სწორედ ეს ხდება ასეთი პროდუქტების მოუნელებლობის მიზეზი, რაც თავისთავად იწვევს მუცლის მწვავე ტკივილს. ლაქტოზის აუტანლობის სიმოპტომებია: გაზების წარმოქმნა, კოლიკა, დიარეა, შებერვა, გულის რევა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შეგრძნებები, ასეთი ტიპის ადამიანებისთვის უმჯობესია მიიღონ ულაქტოზო რძის პროდუქტები, რომელიც , კომპანია "ევროპროდუქტს" ვალიოს ფრეშ ხაზით "ეილათი" აქვს წარმოდგენილი.

როგორ ამზადებს კომპანია "ვალიო"ულაქტოზო ფრეშ პროდუქცია "ეილას"?

რძის პროდუქტის ხარისხზე მსჯელობა მისი წარმოშობის ქვეყნიდან უნდა დავიწყოთ. ქვეყნიდან, სადაც ბუნებრივ პირობებში მოხდა გადასამუშავებლად საჭირო რძის მიღება.

ფინეთი მსოფლიოს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, რაც გარემოს სისუფთავით, ჰაერის დაბინძურების დონით, წყლის რესურსებითა და კლიმატური პირობებითაა განპირობებული. კომპანია "ვალიო" უნიკალურ, ბუნებრივ პირობებში მრავალი წელია ამზადებს ჯანსაღი რძის ნაწარმს. მისი ერთ-ერთი ხაზია "ეილა" რომელიც უახლესი ტექნოლოგიების წყალობით ლაქტოზის 0-მდე დაყვანით მზადდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რძის ნაწარმი რაიმე სახის ღირებულებას კარგავს, ვალიოს ულაქტოზო რძეში ზუსტად იგივე რაოდენობის პროტეინი, ვიტამინი და მინერალია რაც ჩვეულებრივ რძის პროდუქტში. სწორედ ამის გამო, კომპანია "ვალიო" ყოველწლიურად ზრდის "ეილას" ულაქტოზო ხაზის წარმოებას და ახდენს მის რეალიზებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გარდა ამისა, "ვალიო ეილას" რძის ნაწარმი ძალიან ცოცხალია, მას სჭირდება მუდმივად მაცივარი და მისი შენახვის ვადა ძალიან მცირეა.

კიდევ ვისთვის არის საჭირო და კარგი ულაქტოზო პროდუქცია?

რძის ნაწარმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარების სწორად განვითარებისთვის და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის. დღესდღეობით, უამრავ პატარას აწუხებს კოლიკა, რაც გაზების მომატებითაა გამოწვეული, ასეთ პატარებს უმჯობესია მივაწოდოთ ულაქტოზო რძის პროდუქცია, ან პატარები რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან, და აწუხებთ მუცლის შებერილობა და აირები, დედამ რომელიც კვებავს პატარას უკეთესია მიიღოს ულაქტოზო რძის ნაწარმი. ისეთი რომელშიც შენარჩუნებულია რძის ყველა სასარგებლო თვისება.

ასევე, მათ ვისაც უბრალოდ გაღიზიანებული აქვს კუჭ-ნაწლავი, ადვილად უვითარდება მუცლის პრობლემები, ასევე ფეხმძიმეთათვის ვისაც ანალოგიური ჩივილები აწუხებს ან თუკი ხართ ალერგიული ადამიანი, უკეთესია მიიღოთ ულაქტოზო რძისპროდუქტები.

ლაქტოზა ნიშნავს შაქარს, ასე რომ, თუკი თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ გახდეთ და გინდათ დაიცვათ დიეტა, რაც თავისთავად გულისხმობს უამრავ სასარგებლო პროდუქტზე უარის თქმას, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიირთვათ ულაქტოზო რძის ნაწარმი, რომელშიც შაქრის შემცველობა დაშლილია, თუმცა სარგებლობა შენარჩუნებული. მსოფლიოში არსებობს სპეციალური დიეტები რომლებიც ზუსტად ულაქტოზო რძის პროდუქტებს შეიცავს, მისი მიღება დიეტის დროს უწყობს ხელს წონის კლებას, ასევე კარგია ჯანმრთელობისთვის, ასეთი დიეტის დაცვა არის ადვილი, იქიდან გამომდინარე, რომ "ევროპროდუქტის" ქსელში არსებობს ასეთი ნაწარმის მრავალფეროვანი არჩევანი. ასევე, "ვალიო ეილას", ზუსტად მათთვის ვინც წონას მუდმივად აკონტროლებს, არსებობს ულაქტოზო და უცხიმო რძის პროდუქტების ხაზი ერთად.

და ბოლოს, მათ ვისაც ძალიან გიყვართ ხარისხიანი, ჯანსაღი რძის ნაწარმი: იოგურტი, ხაჭო, რძე, არაჟანი, რძიანი სასმელები და ა.შ. "ევროპროდუქტის" მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ "ვალიოს" ფრეშ პროდუქციას, რომელიც ნამდვილად შეგიძლიათ მიირთვათ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა. "ეილას" ხაზი იქმნება უნიკალურ პირობებში და ემატება სხვადასხვა ცოცხალი ხილი იმისათვის, რომ მასში შენარჩუნებული იყოს ყველა სასარგებლო თვისება.

(R)

რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

მეოთხე თაობის HYUNDAI TUCSON-ი უკვე ჰიბრიდული ძრავით, მალე საქართველოში

ფასდაკლებები, რომლითაც სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ ისარგებლებთ