ინფორმაცია, რომელსაც ყველა მშობელი უნდა გაეცნოს - ადგილობრივ მაღაზიებში 10-დან 9 სათამაშო მავნე ნივთიერებას შეიცავს

ინფორმაცია, რომელსაც ყველა მშობელი უნდა გაეცნოს - ადგილობრივ მაღაზიებში 10-დან 9 სათამაშო მავნე ნივთიერებას შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ცნობით, ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია.

კერძოდ, მათი კუთვნილი ვებ-გვერდის momxmarebeli.ge-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 7 მაღაზიაში შეძენილი 10 სათამაშოდან 9 მავნე ნივთიერებას DEHP-ს (დი-2-ეთილჰექსილფტალატი) შეიცავს.

როგორც კვლევის ავტორი ლია თოდუა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, ეს ნივთიერება ევროკავშირში აკრძალულია და დასაშვებია მისი შემცველობა არა უმეტეს 1მგ/გ. საქართველოში არსებულ სათამაშოებში აღმოჩენილი ნივთიერება კი ნორმას 50-ჯერ, 80-ჯერ და ზოგჯერ 100-ჯერაც აღემატება.

მისივე თქმით, DEHP უარყოფითად მოქმედებს და აზიანებს ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, მის ნაყოფიერებას და თირკმელებს.

"ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ შეთანხმებაში არსებული სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა ქართულ კანონმდებლობაში უნდა გადმოვიტანოთ 2019 წლამდე. თუმცა, როგორც მთავრობის მიერ წელს წარდგენილ გეგმაში ჩანს, ამ საკითხს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, შესაბამისად, ამ დირექტივების საქართველოში ამოქმედებას 2020 ან 2021 წლამდე აღარ მოველით.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი