"დინამოს" მწვრთნელს სურს 5-ათასკაციანი სტადიონი აშენდეს, რადგან მატჩებზე "გულშემატკივართა საჭირო რაოდენობა არ დადის"

"დინამოს" მწვრთნელს სურს 5-ათასკაციანი სტადიონი აშენდეს, რადგან მატჩებზე "გულშემატკივართა საჭირო რაოდენობა არ დადის"

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, შესაძლოა, კლუბისთვის ახალი სტადიონი ააშენოს. ამის შესახებ Sportall.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა.

გროზნის თქმით, მისი სურვილია, კლუბს 3-5-ათასიანი ტევადობის სტადიონი ჰქონდეს, სადაც "დინამო" ჩემპიონატის მატჩებსაც ჩაატარებს. უკრაინელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას უკვე ესაუბრა და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში თბილისს ახალი სტადიონი შეემატოს.

"ჩემი სურვილია და ამაზე კლუბის ხელმძღვანელობასთანაც ვისაუბრე, რომ აშენდეს ახალი, 3-5 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი. ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. იქ ჩვენი 17 და 19-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ, ასევე, ვეტერანებიც.

ამის გარდა, ამ სტადიონზე ითამაშებდა ჩვენი მთავარი გუნდიც. ვიყოთ გულწრფელები - 55-ათასიან "დინამო არენაზე" არ მოდის გულშემატკივართა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა. ასეთ დროს ამხელა, მაგრამ ცარიელ სტადიონზე თამაში გაუმართლებელია. კი, გვაქვს ძალიან კარგი "დინამო არენა", მაგრამ არც პატარა სტადიონი გვაწყენდა. ახალი სტადიონი იმ რამდენიმეწლიანი გეგმის ნაწილია, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ წინ სტრატეგიულად ვიხედებით. არ იქნებოდა ცუდი, ყველა კლუბი ასე ფიქრობდეს", - განაცხადა გროზნიმ.

კლუბის მიერ ახალი სტადიონის აგების შესაძლებლობის შესახებ Sportall.ge-სთან კომენტარი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემაც გააკეთა წაიკითხეთ ვრცლად Sportall.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი