თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული სტუდენტი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერმა მონაწილე გიორგი ჯავახაძემ განუცხადა, მათი აქციები, მათ შორის მეექვსე კორპუსის პიკეტირება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათ მიერ გამოქვეყნებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებაზე, საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევაზე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სრულ რეაბილიტაციაზე და ასევე სხვა მოთხოვნებზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს.

რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის განცხადებას, რომ "აუდიტორია 115" აპირებს თსუ-ს პირველ კორპუსში შეჭრას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას, ჯავახაძის თქმით, თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს თავისუფალი და მშვიდობიანი პროტესტის მარგინალიზებას. მისივე თქმით, კვირიკაშვილის ეს განცხადებები არის სიცრუე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. თსუ-ის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს "აუდიტორია 115" აპროტესტებს. გუშინ "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელები თსუ-ს მე-6 კორპუსში შეიჭრნენ და მის პიკეტირებას განაგრძობენ. "აუდიტორია 115" -ის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტები ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას არ შეეგუებიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამიტომ დაიკავეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი