შინაპატიმრობაში გატარებული 14 წელი - რეალური ისტორია ოჯახზე, რომელიც შოკს მოგგვრით

შინაპატიმრობაში გატარებული 14 წელი - რეალური ისტორია ოჯახზე, რომელიც შოკს მოგგვრით

"არაჩვეულებრივი ისტორიები", - ეს არის  ტელეკომპანია Palitranews-ის ახალი რუბრიკა, რომელიც  ყოველ ოთხშაბათს ბევრ უცნაურ, საინტერესო და შთამბეჭდავ ადამიანს და ფაქტს გაგაცნობთ.

დღეს გაიგებთ ოჯახის შესახებ, რომელმაც შვილები 14 წლის მანძილზე შინაპატიმრობაში აცხოვრა.

მრავალრიცხოვან კომპლექსებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლაუსტროფობია ანუ დახურულ სივრცეში გაჩენილი უსაფუძვლო პანიკაა. აბსოლუტურად განსხვავებული აჩემებაა აგროფობია, ანუ ღია სივრცის შიში. შესაძლოა, სწორედ ამ ფობიით იტანჯებოდა ანგულოების ოჯახის უფროსი - ოსკარ ანგულო, რომელმაც ბინაში იძულებით გამოკეტილ შვილებს 14-წლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

უძველეს ქალაქში დაწყებული რომანი

უცნაური ისტორია (1989 წელს) პერუს ტურისტულ მექაში, ინკების უძველეს ქალაქში - მაკჩუ-პიკჩუში დაიწყო. სიუზანი ქარიზმატული და არასტანდარტული აზროვნების, ახალგაზრდა ამერიკელი ქალი იყო, ჰიპების კომუნაში ცხოვრების მდიდარი გამოცდილებით, ოსკარი კი როკ-ვარსკვლავის კარიერაზე მეოცნებე, ახალგაზრდა ნიჭიერი პერუელი, რომელიც მუსიკას წერდა და უძველეს ქალაქში ტურისტების მეგზურად მუშაობდა.

უცნაურობა ოსკარის ქცევაში უფროსი ვაჟიშვილის - ბხაგავანის დაბადების შემდეგ შენიშნეს. ვერშემდგარმა როკ-ვარსკვლავმა მძიმედ გადაიტანა მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმა და უიღბლოს კომპლექსთან ერთად, უამრავი სხვა ფობიაც გაუჩნდა. დარდის მოსაკლავად ის ჯერ სასმელს მიეძალა, მოგვიანებით კი პარანოიაც განუვითარდა.

მორიგი პარანოიდალური შეტევის დროს, მეგაპოლისის ცხოვრებას შეუჩვეველმა, გვარიანად დამფრთხალმა და ხელმოცარულმა ოსკარმა შვილებს სამუდამოდ აუკრძალა სახლიდან გასვლა. რეალობასთან კავშირი მხოლოდ ოსკარმა შეინარჩუნა და ისიც იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა პროდუქტის ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გადიოდა სახლიდან.

გარე სამყაროს უმცროსი ანგულოები მხოლოდ კინემატოგრაფიის წყალობით ეცნობოდნენ, რომელიც მათთვის გართობასთან ერთად გატაცებაც გახდა. 14-წლიან შინაპატიმრობაში მოზარდებმა 5 000-ზე მეტი ფილმი ნახეს და მართალია, სამყაროზე საკმაოდ მცდარი, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიქმნეს. ფილმებით შვილებს მამა ამარაგებდა, რომელმაც ადრეულ ასაკშივე განუვითარა ბავშვებს მუსიკალური გემოვნება და რა გასაკვირია, რომ ფილმებსაც საკუთარი ინიციატივით, თავისივე შემზარავი ისტორიების გასამყარებლად ირჩევდა. მდიდარი ფილმოტეკიდან, უმცროსი ანგულოები კვენტინ ტარანტინოს, მარტინ სკორსეზეს და კრისტოფერ ნოლანის შემოქმედებას ანიჭებდნენ უპირატესობას. ძმებმა სახლში მინი თეატრიც კი მოაწყვეს, სადაც რჩეული ფილმების მოტივებზე მართავდნენ წარმოდგენებს. კოსტიუმების შესაქმნელად ძირითადად სამზარეულოში მოძიებული საკვების ყუთებს, თუნუქის ქილებს, უსარგებლო ქსოვილს იყენებდნენ და თვითნაკეთი რეკვიზიტების საკმაოდ მდიდარი კოლექციაც შეაგროვეს, სხვადასხვა კალიბრის იარაღით დაწყებული, ბეტმენის ცნობილი კოსტიუმით დამთავრებული.

ნახეთ ვიდეო

ანგულოები მშვიდად და ზედმეტი სკანდალების გარეშე ცხოვრობდნენ. არავის აწუხებდნენ და არც მათი არსებობით ინტერესდებოდა არავინ. ბავშვებს საკმაოდ კომფორტული პირობები ჰქონდათ შექმნილი, არ აკლდათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები, საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოყოფილი მეორადი ტანსაცმელი და მართალია, მოძველებული, მაგრამ ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაც კინოთი და თეატრით გატაცებული მოზარდებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

პირველი ნაცნობობა რეალურ სამყაროსთან

მამის ჩაგონების და გარანტირებული უსაფრთხოების მიუხედავად, ასაკის მატებასთან ერთად უმცროსი ანგულოები სულ უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ ფანჯრებს მიღმა არსებული რეალობით. ყველაზე თამამი ძმებს შორის მუკუნდა აღმოჩნდა, რომელმაც პირველმა გაბედა ოთხ კედელს შორის მომწყდეული სამყაროდან თავის დაღწევა. ზომიერ და ერთფეროვან ცხოვრებას მიჩვეული მოზარდი, ფანტასტიკური ფილმების მსგავსად, თითქოს დროის მანქანით აღმოჩნდა აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში. ჭრელმა და ხმაურიანმა, მუდმივად მოძრავმა ქალაქმა მუკუნდაზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა, ის მიხვდა, რამდენად უინტერესო და აზრსმოკლებული იყო მისი ოჯახის ყოველდღიური ყოფა და სახლში დაბრუნებულმა დანარჩენებიც დაარწმუნა. მონაყოლით დაინტერესებული ძმები ფრთხილად და ცოტა შიშით შეუდგნენ აქამდე უცნობი, თუმცა ძალიან მიმზიდველი სამყაროს შესწავლას. საყვარელი პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილი ანგულოები საათობით სეირნობდნენ ნიუ-იორკის ქუჩებში და ეტაპობრივად აფართოებდრენ საკუთარი ვოიაჟების არეალს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან გავლილი ინტელექტუალურ-ფიზიოლოგიური ტესტის შემდეგ, მხოლოდ ვიშნუს დაუდგინდა "განვითარების თავისებურება", ძმები კი, აბსოლუტურად ჯანმრთელები აღმოჩდნენ. ყველაზე რთული ეტაპი მათ უკვე დაძლიეს და ახლა, თავად შეუძლიათ აირჩიონ, სად უკეთესია - მუდმივად ცვალებად და პრობლემებით სავსე რეალობაში, თუ უსაფრთხო, თუმცა გამოგონილ სამყაროში.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი