ავტორი:

5 შეცდომა, რომელსაც დიასახლისები საცივის მომზადების დროს უშვებენ

5 შეცდომა, რომელსაც დიასახლისები საცივის მომზადების დროს უშვებენ

საახალწლოდ ყველა ოჯახში მზადდება საცივი და ყველა დიასახლისს თავისებური გემოსი გამოსდის. პრაქტიკულად, ორი ერთნაირი საცივი არ არსებობს - ყველა ნახელავი თავისებურად გამორჩეულია.

თუმცა, რეცეპტი რეცეპტია და თითქოს ყველანი ერთნაირად ვამზადებთ. ამ ერთნაირ რეცეპტებში კი ხშირად ერთნაირ შეცდომებსაც ვუშვებთ.

რამდენიმე დიასახლისის გამოკითხვის შემდეგ, გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას საცივის მომზადებისას. უმეტესად ეს ახალბედა დიასახლისებს ეხებათ და მათ, ვინც საცივს იშვიათად ამზადებს.

(მთავარი ფოტო: პაატა ვარდანაშვილი)

1. ზედმეტი ცხიმი

ინდაურის ხორცი საკმაოდ ცხიმიანია. იმდენი ცხიმი, რასაც ერთი ინდაური უშვებს, საცივს არ სჭირდება. როცა

ნახარში ცხელია, ცხიმი სითხეშია გაზავებული და მისი ხახვის მოსათუშად მოხდაც გვძნელდება და წვენსაც ბევრი მიჰყვება. ამიტომ ჯობია ინდაური წინასწარ მოხარშოთ და ბულიონი მაცივარში გააციოთ. გამკვრივებული ცხიმის გამოყენება უფრო გაგიმარტივდებათ.

2. ჩახარშული ხორცი

ბევრი დიასახლისი წინასწარ მოხარშული და დაჭრილი ინდაურის ხორცს უკვე გამზადებულ საცივში აწყობს და ხელმეორედ ადუღებს. ჯობია დაჭრილ ხორცს (უკეთესია თუ ნახევრადმოხარშვის შემდეგ ღუმელში შებრაწავთ) დაასხავთ საცივს და აღარ წამოადუღებთ.

3. მუქი ნიგოზი

ნუ დაიზარებთ და ნიგვზის ლებნები გატარებამდე კარგად გადაარჩიეთ. საცივში რაც შეიძლება ღია ფერის ნიგოზი უნდა მოხვდეს. მუქი შეფერილობა საცივს მიმზიდველობას უკარგავს. არადა სადღესასწაულო კერძს შესაფერისი იერიც უნდა ჰქონდეს წაიკითხეთ რჩევები ვრცლად

ფოტო: პაატა ვარდანაშვილი

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"