მოძალადე მამა და გრძნობა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს

მოძალადე მამა და გრძნობა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს

ეს წერილი 24 წლის ნათიამ ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა. დამპირდა, რომ "გზის" მკითხველებს ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს და საჭიროების შემთხვევაში, მათ გაესაუბრება კიდეც. წერილი ასე დაასათაურა: "ეძღვნება ყველა მარტოხელა დედას"...

გოგონას ამბავი შემაძრწუნებელიც კი არის. მან უამრავი ტკივილი გადაიტანა, პირველ რიგში - მამისგან, რომელიც ცოლზე ძალადობდა... ბავშვობაში გადატანილმა უსიამოვნებებმა მის ცხოვრებას თავისებური დაღი დაასვა და ფიქრობს, რომ თანატოლებისგან განსხვავებულიც კი გახადა.

წერილის სტილი დაცულია:

საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა. პატარაობიდანვე სულ შიშსა და სტრესში ვიყავი, რადგან მამაჩემს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და დედას სულ ეჩხუბებოდა, სცემდა... საშინელი სცენები მახსოვს... ასეთ დროს შეშინებული გავრბოდი და მაგიდის ან სავარძლის უკან ვიმალებოდი. როცა სიტუაცია ჩაწყნარდებოდა, მამა სახლიდან გარბოდა, ნამტირალევი დედა კი მიპოვიდა, ჩამიხუტებდა და მამშვიდებდა აკანკალებულს. შვება იყო ჩემთვის მისი თბილი ხელები.

სიფხიზლეში მამა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. საზოგადოებაში დედას ერთ ზედმეტ სიტყვასაც არ ეტყოდა და თუ სადმე წავიდოდით, ყველგან პატივსაცემი ოჯახი ვჩანდით. ჩემზე ხელი არასდროს აუწევია. პირიქით, კარგად მექცეოდა. როცა მუშაობდა, სულ საჩუქრებს ყიდულობდა ჩემთვის, მაგრამ მისდამი მაინც, ფარულ შიშს განვიცდიდი, რაც თანდათანობით მამაკაცების მიმართ სიძულვილში გადამეზარდა. მრცხვენოდა მის გამო, რადგან როცა თვრებოდა, ხშირად ქუჩაში წამოწოლილს პოულობდნენ ან სადმე ბოძზე ან ხეზე მიყუდებულს. რამდენჯერმე მეზობლებსაც ამოუთრევიათ ტალახში ჩავარდნილი. ვხედავდი, დედა როგორ უვლიდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თან ჰყვებოდა, ჰბანდა, წმენდდა და ეს ძალიან მიკვირდა. ერთხელ, როცა სიტყვა "გაშორება" ვუხსენე, საშინლად გამიბრაზდა. ჯერ პატარა ხარ, ვერ ხვდები ცხოვრებას და ეს სიტყვა აღარ გავიგონოო, - მითხრა. როცა ერთხელაც, მორიგი ჩხუბისას მამამ სახლში ყველაფერი დალეწა და არც დედას დააკლო ლანძღვა, არც მე და არც - მეზობლებს, ვერ მოვითმინე და პოლიცია გამოვიძახე. მათ მოსვლამდე სახლიდან გაიქცა. ჩემდა გასაკვირად, დედამ ისევ მე დამსაჯა პოლიციის ჩარევის გამო. - ალბათ გერჩივნა, მოვეკალით-მეთქი, - მივახალე გამწარებულმა...

2 წელი სიმშვიდეში გავატარეთ. "ოქროს პერიოდს" ვეძახი იმ დროს. დედამ დანაზოგით მაღაზიის წილი შეიძინა და ცოტა წელში გავიმართეთ, სახლიც შევარემონტეთ, რაზეც მამაჩემს არასდროს უფიქრია. მისთვის სულერთი იყო, გვციოდა თუ გვშიოდა. თუ ნახავდა, რომ სახლში კარგი საჭმელი არ იყო, დედას აგინებდა და გარბოდა, ძმაკაცების სახლში მიდიოდა.

სკოლაში დავდიოდი და თავისუფალ დროს სულ დედასთან ვიყავი, მის სამსახურში. კომპლექსები ჩამომიყალიბდა. სკოლაში ბევრი მეგობარი არ მყოლია, სამეზობლოში კი საერთოდ, არავის ვეკარებოდი. მეჩვენებოდა, რომ ჩემკენ ხელს იშვერდნენ და ამბობდნენ, - ეს იმ ლოთის შვილიაო.

აბიტურიენტი რომ გავხდი, ერთხელაც კარი გავაღე და მამა ბარგით ხელში, კართან დამხვდა ატუზული. დედა სახლში არ იყო. ბევრი მელაპარაკა ოჯახზე, ურთიერთობებზე. მისი ლაპარაკიდან დავასკვენი, რომ ცდილობდა, დედას წინააღმდეგ ავემხედრებინე. ვიმუშავებ და ყველაფერი კარგად იქნებაო, - კი მპირდებოდა, მაგრამ დავრწმუნდი, საერთოდ არ იყო შეცვლილი. სახლი შეათვალიერა, - ყოჩაღ, აგიწყვიათ უჩემოდ ცხოვრებაო. დედა სამსახურიდან რომ მოვიდა, ცივად შეხვდა ქმარს. ეტყობა, ამან იმოქმედა და თავიდან მართლა ცდილობდა "გამოსწორებას", სამსახურიც იშოვა, ყურადღებას მაქცევდა, სკოლაში მაკითხავდა, ყველას კეთილგანწყობა მოიპოვა, "ოქროს დაბადების" დღე რესტორანში გადამიხადა, კლასი ერთი-ორჯერ ლაშქრობაში წაგვიყვანა... კლასელები მეუბნებოდნენ, - როგორი მაგარი მამა გყავსო, მაგრამ მე მწარე სიმართლე გულს მიშანთავდა, რადგან ყოველ საღამოს სცენებს ველოდი სახლში... არაფერი მახალისებდა. ყველაზე ბედნიერი ის დღე მახსოვს, როცა სტუდენტი გავხდი - იმ დღეს სიხარულისგან დედამაც იტირა და მამამაც. საღამოს პატარა სუფრა გააწყვეს ამის აღსანიშნავად. რამდენიმე ნათესავი გვესტუმრა. გულში ვლოცულობდი, რომ ასე გაგრძელებულიყო სულ, მაგრამ... ცოტა ხანში ისევ აურია. მთვრალი დედასკენ გაიწევდა თუ არა, აღარ ვიმალებოდი, წინ დავუდგებოდი ხოლმე. ვერაფერს მიბედავდა, მხოლოდ უშვერად გვაგინებდა, გვწყევლიდა, ერთი-ორ თეფშს დალეწავდა, დაწვებოდა და არხეინად იძინებდა. მე კი კარგა ხანს ვერ ვიძინებდი. მეშინოდა, ღამით არ შემოსულიყო და ორივე არ მოვეკალით. მერე, როცა შეატყო, რომ დედაზე ხელს ვეღარ ასწევდა, ახალ ხერხს მიმართა: "ეჩვენებოდა", რომ რაღაცებს ვუმალავდით და "ჩვენს ჭკუაზე" დავდიოდით. დაიწყო ჩვენი გაკონტროლება. მეტყოდა, - ლექციები რომელ საათზე გიმთავრდება? პირდაპირ სახლში მოდიო!  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი