გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა - ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის კომენტარი

გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა - ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის კომენტარი

თბილისის მერია მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაზრდას არ ელოდება, - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 3 ნოემბერს თბილისში მოქმედმა მიკროავტობუსების კომპანიებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს აცნობეს, რომ მომავალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის მატების საკითხს განიხილავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერაბ მამულაშვილის განმარტებით, 2011 წელს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, მიკროავტობუსების კომპანიებს არა აქვთ ვალდებულება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მომსახურების ხარჯების გაანგარიშება ან ტარიფი შეუთანხმონ.

მამულაშვილის თქმით, ოპერატორ კომპანიებს მგზავრობის საფასურის შესაძლო მატების თაობაზე თბილისის მერიისთვის ადრეც მოუმართავთ, მათ შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე. თუმცა, როგორც მერაბ მამულაშვილმა განაცხადა, უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისში მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფი უცვლელია და მისი მატება არც ამჯერად არის მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი