ორი განსხვავებული ძმის ცხოვრება ზღვისპირეთში - "უღიმღამოდ ჩაცმული, სანაპიროზე დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს"

ორი განსხვავებული ძმის ცხოვრება ზღვისპირეთში - "უღიმღამოდ ჩაცმული, სანაპიროზე დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს"

მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გაბანა" საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გამარჯვებული პროექტია. გადაღება უკვე დასრულდა და ახლა მისი მონტაჟი მიმდინარეობს. რეჟისორი და სცენარის ავტორი გიგა ბაინდურაშვილია. ფილმის მთავარი პერსონაჟები განსხვავებული ხასიათსა და ინტერესების ძმები არიან: ერთი სიტყვაძუნწი, თავის თავში ჩაკეტილი, უღიმღამოდ ჩაცმული, ზღვის სანაპიროზე მეტალოდეტექტორით დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს, გაყიდოს და ასე ირჩინოს თავი, მეორე კი ენერგიულია. 14 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ახლა მშობლიურ კუთხეში ბრუნდება და უმცროსი ძმის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ძმების როლებს ჯანო იზორია და დათო როინიშვილი ასრულებენ. რაც შეეხება ფილმის სახელწოდებას - "გაბანა", ის მსოფლიოში ცნობილი იტალიური მოდის სახლს, "დოლჩე და გაბანას" უკავშირდება.

დათო როინიშვილი:

- მსახიობისთვის მნიშვნელოვანია სცენარი, ისევე, როგორც რეჟისორი და გადამღები ჯგუფი, ვისთანაც მუშაობა მოგიწევს. სცენარი თავიდანვე მომეწონა. გამიხარდა, რომ ისეთი ნიჭიერი ადამიანის გვერდით მომიწევდა თამაში, როგორიც ჯანო იზორიაა. აქამდე ერთად ფილმზე არ გვიმუშავია. გადასაღებ მოედანზე შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა და ვფიქრობ, ჩვენი პერსონაჟებიც არ გამოვიდა ცუდი. მათში ბევრი მტკივნეული დეტალია, რომელიც არა მგონია, მაყურებელს გამორჩეს. ფილმში სოციალური თემატიკის ფონზე, ორი განსხვავებული ხასიათის ძმის ცხოვრებაა ასახული. ორივე შეუმდგარი ტიპია, მაგრამ მაინც აქვთ იმედი, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება. მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა, ოჯახი, ერთმანეთი, მაგრამ ერთ-ერთი ძმა ანუ ჩემი პერსონაჟი ისევ ევროპისკენ გარბის, რადგან ამ გზით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს. სამწუხაროდ, გარშემო ბევრი ასეთი ადამიანია.

- საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თუ გიფიქრია?

- ამაზე რამდენჯერმე მიფიქრია. ჩემი რამდენიმე მეგობარი მსახიობი წავიდა და ახლაც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ნაწილმა სოციალური პრობლემები მეტ-ნაკლებად მოიგვარა, მაგრამ შინაგანად მაინც დათრგუნვილები არიან. რომ წავსულიყავი, ალბათ მეც დავითრგუნებოდი. ძნელია, როცა აცნობიერებ, რომ საუკეთესო წლები დაკარგე ოჯახის წევრებისა და სამშობლოსგან შორს.

- ნოემბერში ზაფხულის სცენის თამაშმა მოგიწიათ...

- დიახ, ასეა. კარგი იქნება, თუ ზაფხულის პროექტს, წელიწადის ამავე სეზონზე დააფინანსებენ და ზამთრისას - ზამთარში. ფილტვების ანთება მქონდა და ისე ვთამაშობდი. მთელი გადამღები ჯგუფი ნემსებითა და წამლებით დამდევდა. მათი მადლიერი ვარ. რას ვიზამთ, კინო, თეატრი მსხვერპლს ითხოვს (იღიმის). ახლა შედარებით უკეთ ვარ და ველოდები პრემიერას, რომელიც მალე გაიმართება.

ჯანო იზორია:

- ფოთის თეატრიდან გასტროლი გვქონდა, საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავი, როცა მომწერეს ამ ფილმის გადაღებების შესახებ და მითხრეს, რომ ერთ-ერთ მთავარი გმირის შემსრულებლად მოვიაზრებოდი. თბილისში გიგა ბაინდურაშვილს შევხვდი. მას და გიორგი ქობალიას რამდენიმე წელია, ვიცნობ და მომწონს მათი ხედვა. სულ ვფიქრობდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ ჯგუფთან. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩემი ძმის როლს ქუთაისის თეატრის მსახიობი, დათო როინიშვილი შეასრულებდა. რვა დღით გავემგზავრეთ ქობულეთში. ეს იყო არაჩვეულებრივი დღეები, თავისი ურთიერთობებითა და ადამიანური დამოკიდებულებით. საოცრად მობილიზებული ჯგუფია, პროფესიონალებით დაკომპლექტებული... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი