"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"

"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"

როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ თავს კარგად გრძნობდნენ მზღვეველი, ფარმაცევტი და ჰოსპიტალი? მზღვეველის ოცნებაა, ჰყავდეს ბევრი ჯანმრთელი დაზღვეული, მიიღოს სადაზღვევო პრემია და მათ მკურნალობაში არაფერი გადაიხადოს. ფარმაცევტისა და ჰოსპიტლის ოცნება კი ბევრი ქრონიკული ავადმყოფია, რათა ბევრი წამალი გაყიდონ და ბევრს მოემსახურონ.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" შეძენას გეგმავს. ამ გარიგების შედეგად გაერთიანდება "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელები და შეიქმნება ახალი კომპანია Georgian Pharmacy. ექსპერტების განმარტებით, კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენა ბაზარზე არსებულ ისედაც სუსტ კონკურენციას კიდევ უფრო შეამცირებს და წამლებზე ფასების გაზრდის რისკებს შექმნის. მათი ვარაუდით, ფარმაცევტული ბაზრის დიდი მოთამაშეების გაძლიერებას ბაზრიდან წვრილი ფარმაცევტული ობიექტების გაქრობა მოჰყვება.

ორი მსხვილი ფარმაცევტული ქსელის გაერთიანება ბაზარზე ერთი კონკურენტით ნაკლებს ნიშნავს. გარდა ამისა, "ფარმადეპოს" 120 და "ჯიპისის" 91 აფთიაქის გაერთიანებით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის ქსელის სიდიდით მეორე მოთამაშე შეიქმნება. აფთიაქების რაოდენობით პირველობა კვლავ დარჩება "ავერსს", რომელსაც საქართველოს მასშტაბით 232 აფთიაქი აქვს, ხოლო პსპ-ს 183 აფთიაქით მესამე პოზიციაზე გადანაცვლება მოუწევს.

როგორც პსპ-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, "ფარმადეპო" და "ევექსი" (რომელიც "ჯანდაცვის ჯგუფის" საკუთრებაა) ბოლო წლებში დაუფარავად თანამშრომლობდნენ, რაც იმას ცხადყოფს, რომ ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა, რის შედეგადაც კომპანიები კოტრდებიან და ბანკის მფლობელობაში გადადიან. თავის მხრივ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ეკუთვნის "ბიჯეო ჯგუფს­", რომელიც აერთიანებს "საქართველოს ბანკს", საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს", სამშენებლო კომპანია "მ2"-ს, "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერსა" და ღვინის კომპანიას "თელიანი ველი". "ჯანდაცვის ჯგუფი" მართავს სამედიცინო კორპორაცია "ევექსს", სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. რამდენიმე თვის წინ "ჯანდაცვის ჯგუფმა" სააფთიაქო ქსელ "ჯიპისის" 100%-იანი წილი იყიდა და ახლა "ფარმადეპოს" ყიდულობს. თუმცა მანამდე, ისევე როგორც "ჯიპისის" ყიდვის შემთხვევაში, ამ გარიგების კონკურენციის პრინციპებთან თავსებადობა კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი