"არავის გინდათ მივიდეთ ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები?" - თეა გვასალია "სითი პარკის" წინააღმდეგ

"არავის გინდათ მივიდეთ ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები?" - თეა გვასალია "სითი პარკის" წინააღმდეგ

ყოველ დღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც "სითი-პარკთან" დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია. მოქალაქეები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ითხოვდნენ, მერიას აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა, თუმცა უშედეგოდ. "სითი-პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტა ვერც დავით ნარმანიას მერობის დროს მოხერხდა. იმისთვის, რომ კომპანიისგან ხელშეკრულების გამოსყიდვა მოხდეს, დედაქალაქის მთავრობამ მათ 25 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს. "სითი პარკთან" დაკავშირებით უკმაყოფილო პოსტებს სოციალურ ქსელშიც ხშირად ვხვდებით. ამჯერად კომპანიას ჟურნალისტი თეა გვასალია აკრიტიკებს და "ფეისბუქზე" მწვავე სტატუსს აქვეყნებს.

"არავის გინდათ მივიდეთ "სითი პარკის" ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები? თან ღამით და ჩუმად კი არა, დღისით, მზისით და კმაყოფილი გამვლელების თვალწინ!!! ან მიმასწაველეთ, სად სხედან და მე თვითონ მივალ!!! შეიძლება ბავშვების გამოსაყვანად სკოლაში მისული, სკოლის გადასახადზე მეტს, მაგ ოხრების ჯარიმებს ვიხდიდე? ააშენეს სადმე სადგომი და არ გავაჩერე???თან, ზუსტად იციან სკოლის დამთავრების დრო და ვირთხებივით შეესევიან ხოლმე მანქანებს. მე მაინტერესებს, სად მიდის ჯარიმებიდან შესული მილიონები. იქნებ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება ან საქველმოქმედო საქმეებში ხარჯავენ. სად შეიძლება მათი შემოსავლების ნახვა? ეს საჯარო ინფორმაციაა? იურისტებო, მასწავლეთ რა, როგორ შეიძლება ამ მონაცემების მოპოვება!!!", - წერს გვასალია.

წაიკითხეთ: როგორ შეიძლება გადაუხადოს მერიამ "სითი პარკს" 25 მილიონი - დავით ნარმანიას 5 ვერსიას სთავაზობენ