ჯემალ ხატიაშვილი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც სოფელ ტიბაანში მამაპაპისეულ ვენახში მოყვანილი ყურძენი დაწურა და ბოთლში ჩამოასხა. შემდეგ ამ ღვინოში ყველი დააძველა და საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელმაც ტურისტების დიდი მოწონება დაიმსხურა და საუკეთესო ქართული პროდუქტების ხუთეულშიც შევიდა. გაიცანით საამაყო ახალგაზრდა ქიზიყიდან.
- ჩვენი ვენახი სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანშია გაშენებული. ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო. პირველად სწორედ მაშინ დავწურე ყურძენი და დავაყენე ღვინო. ჩვენი ოჯახი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული მევენახეობაში. მეც ჩემი ოჯახისგან ვისწავლე ეს ყველაფერი. თავიდან არავინ არ ფიქრობდა, რომ ჩვენი ვენახებიდან მოგვეკრიფა ყურძენი და ღვინო ბოთლში ჩამოგვესხა, ეს ჩემი იდეა იყო და გაამართლა კიდეც.
- საკუთარი ვენახები გაქვთ თუ ყურძენს მოსახლეობისგან ყიდულობთ?
- ჩვენ გვაქვს ექვს ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სადაც გვაქვს 53 სახეობის ყურძენი. რა თქმა უნდა, გვაქვს რქაწითელი, საფერავი და სხვა ტრადიციული ჯიშები. ასევე არის სუფრის ყურძნები, რომლისგანაც შემდეგში ვფიქრობ მურაბების გაკეთებას.
- რა განცდა იყო, როცა პირველად ჩამოისხა ბოთლში თქვენს მიერ წარმოებული ღვინო?
- რასაკვირველია, საოცარი განცდა იყო. თავიდან არც წარმომედგინა, თუ ასე მასშტაბურად ჩამოვასხამდი და გაყიდვაში გამოვიდოდა. 14 წლის ასაკში პირველი ღვინო დავწურე და შევინახე. განაგრძეთ კითხვა