იტალიაში 26 წლის ქართველი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში 26 წლის ქართველი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ პადუაში 26 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. 26 წლის ბიჭს 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი იტალიიდან იტყობინება, თითქმის 10-დღიანმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. მამაკაცი გუშინ შუადღისას იპოვეს გარდაცვლილი.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს. პოლიციამ თავიდანვე შეიტანა ეჭვი, რომ ის დაკარგული ქართველი ახალგაზრდა იყო. მოგვიანებით ეჭვი დადასტურდა - გარდაცვლილს ჯიბეში დოკუმენტები უპოვეს. დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გახდა ქართველის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

AMBEBI.GE აგრძელებს თემაზე მუშაობას და დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

ნინა მამუკაძე, იტალიიდან AMBEBI.GE-სთვის

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია