რა ასაკიდან უნდა მისცეთ ბავშვს შოკოლადი და რა რაოდენობით

 რა ასაკიდან უნდა მისცეთ ბავშვს შოკოლადი და რა რაოდენობით

ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.

ნამდვილი შოკოლადი ერთ-ერთი აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია როგორც ბავშვების, ასევე დიდებისათვის, თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ როგორ შეარჩიოს ნამდვილი შოკოლადი, რა ასაკიდან მისცეს ბავშვს და რა ოდენობით შოკოლადის ჭამაა დაშვებული დღის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჰუმანას" სამედიცინო კონსულტანტი, ნატო შენგელია გვიზიარებს.

- რას ნიშნავს ხარისხიანი შოკოლადი, რით განსხვავდება მისი შემცველობა ჩვეულებრივი შოკოლადებისგან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება?

- მსოფლიოში ორი ქვეყნის შოკოლადია გამორჩეულად ხარისხიანი - ბელგიური და შვეიცარული. ბელგიურ შოკოლადშიოდნავ მაღალია კაკაოს შემცველობა, ვიდრე შვეიცარულში. ხარისხიანი შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს ფქვილს, რადგანაც სუფთა შოკოლადის დამზადებას ფქვილი საერთოდ არ ჭირდება. ამ ინგრედიენტს საღებავებთან ერთად მასის გასაზრდელად ამატებენ. ასეთ ტკბილეულში ფქვილი მეტია, ვიდრე კაკაო. ასევე შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს კარტოფილის, ხორბლის, სიმინდის და სხვა სახამებელს განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი