"საღამო მშვიდობისა... ბოდიში, ასე პირდაპირ, გაუცნობლად რომ გწერთ..." - როგორ ეძებენ სამსახურს ემიგრანტები

"საღამო მშვიდობისა... ბოდიში, ასე პირდაპირ, გაუცნობლად რომ გწერთ..." - როგორ ეძებენ სამსახურს ემიგრანტები

ჩვენი მკითხველი ახალგაზრდა გოგონა ახალი გამგზავრებულია ამერიკაში - კრედიტი აიღო, რომ ამ ქვეყანაში გამგზავრებულიყო, უკეთესი ცხოვრების ასაწყობად, მისთვის და მისი შვილისთვის. თაკო მარტოხელა დედაა და ძალიან უჭირს ბავშვის გარეშე ყოფნა. არანაკლებ გაუჭირდა სამუშაოს შოვნა. თაკომ თავისი დარდი ასე გაგვიზიარა:

"მოგესალმებით მინდა გაგიზიაროთ ჩემი დარდი, როგორ გვიჭირს ახალ ჩასულ ემიგრანტებს, ფსიქოლოგიურად და

მორალურად... ასეთი წერილების დაგზავნაში ვართ მთელი დღეები სამუშაოს ძებნაში... სამწუხარო რეალობაა...

"საღამო მშვიდობისა, ქალბატონო... ბოდიში, ასე პირდაპირ, გაუცნობლად რომ გწერთ.

თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ შესაძლებლობა გაქვთ დამეხმაროთ დასაქმებაში. ტყუილს ვერ გეტყვით, ახალი ჩამოსული ვარ, ინგლისური საწყის ეტაპზე ვიცი, მანქანის მართვა ვიცი, თბილისში ვმართავდი. ფსიქოლოგიურად მომზადებული ვარ, შრომისუნარიანი, ენერგიული, პასუხისმგებლიანი ვარ.

ერთი შვილი მყავს, 6 წლის, წელს წავიდა სკოლაში. დედას დავუტოვე. სამწუხაროდ, განქორწინებული ვარ. ბანკის კრედიტით წამოვედი.

დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, ქალბატონო... და გთხოვთ გულისხმიერებას. დამერწმუნეთ, ნდობას გაგიმართლებთ. წინასწარ მადლობა. თუ გექნათ დახმარების საშუალება, ჩემი ამერიკის ნომერია... "...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი